უმაღლეს საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევით კლანი ინარჩუნებს გავლენებს — GDI
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებული მცდელობა შეინარჩუნოს გავლენები.
GDI-ში ამბობენ, რომ ახალი წევრების არჩევის საჭიროება არ არსებობდა, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს საბჭომ ისარგებლა დაძაბული პოლიტიკურ ვითარებით და სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე აირჩია სასურველი წევრები.
"იმისათვის, რომ კონფერენციას საბჭოს ახალი წევრები აერჩია, უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ იქნა არჩეული.
აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე და მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი გაურკვეველი მიზნით არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ ტოვებდა თანამდებობას იუსტიციის საბჭოში და ვის ნაცვლად უნდა აერჩიათ მოსამართლეებს საბჭოს ახალი წევრები. ამასთან, კონფერენციაზე არცერთ მათგანს არ განუმარტავს მიზეზი, თუ რატომ მიმართეს მათ იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განცხადებით", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, არსებულ ორ ვაკანტურ პოზიციაზე ზუსტად ორი კანდიდატი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი დასახელდა და მათ ყოველგვარი მიმართვის, განცხადების თუ პრეზენტაციის გარეშე მოიპოვეს დამსწრე მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა. პაატა სილაგაძემ 266-დან 257 ხმა მიიღო, ხოლო გიორგი გოგინაშვილმა — 253.
GDI-ს საგანგაშოდ მიაჩნია ბოლო წლებში სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული კონკურენციისა და განსხვავებული აზრის არ არსებობის პრაქტიკა. ყოველივე ეს კი ორგანიზაციის შეფასებით, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის კრიტიკულად დაბალი ხარისხზე მეტყველებს. GDI-ის განცხადებით, შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს სასამართლო სისტემის ძირეული და არსებითი რეფორმის საჭიროებაზე.
საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევაზე განცხადებები გაავრცელეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის შეფასებით, მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით კი, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოში ორი ახალი წევრის ვადაზე ადრე დანიშვნა გაგრძელებაა იმ მანიპულაციური პოლიტიკისა, რაც კონფერენციის არჩევნების დღესთან ახლოს დანიშვნაში გამოიხატება, როცა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე მეტად არის მიპყრობილი.
პაატა სილაგაძე 2019 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. ის იყო ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლე.
რაც შეეხება გიორგი გოგინაშვილს, სილაგაძის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ უვადო მოსამართლეა, თუმცა თანამდებობაზე უფრო ადრე, 2018 წლის თებერვალში განაწესეს. გოგინაშვილის იყო სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები