დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი დასაწყისი ტრიუმფით აგრძელებს საერთაშორისო მასშტაბით კრიტიკოსებისა და მაყურებლების მოხიბვლას.

ქართულ ფილმს დასაწყისი აქამდეც არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალისა თუ დაჯილდოების ჯილდო მიუღია, ოქტომბრის ბოლოს კი მათ რიცხვს კიდევ ორი შეემატა: იტალიურ კინოფესტივალზე Linea d'Ombra დეა კულუმბეგაშვილის ნამუშევარი საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმად დასახელდა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კინოდაჯილდოებაზე East — West. Golden Arch-ზე კი საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა.

წაიკითხეთ რეცენზია ფილმზე:

როგორც უკვე ზემოთ ითქვა, ეს დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის პირველი საერთაშორისო წარმატება არ არის: დასაწყისი სან-სებასტიანის 2020 წლის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა იყო და ერთდროულად ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიაში.

უკვე წელს დეა კულუმბეგაშვილი სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ დასაწყისი შარშან კანის ფესტივალის პროგრამაშიც მოხვდა, მოგვიანებით კი კულუმბეგაშვილი ამავე კინოფესტივალზე ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრიც იყო და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების გამოვლენაში მიიღო მონაწილეობა.

დასაწყისი ასევე მოხვდა ევროპული კინოდაჯილდოების 2021 წლის ნომინანტებს შორის, რომელთა შორისაც გამარჯვებული 12 დეკემბერს გამოვლინდება.