5 მარტივი გზა, როგორ გაუმკლავდე ნეგატიურ გარემოს სოციალურ ქსელში
სოციალურმა მედიამ და იქ გატარებულმა დრომ ჩვენს ყოველდღიურობაში ფეხი ისე მოიკიდა, რომ ხშირად შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ, როგორ აისახება ეს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. ამის მიუხედავად, თავად თუ არ გიგრძნია, ალბათ გსმენია მაინც სტრესზე, რომელსაც სოციალური ქსელების მომხმარებლებს ამ ვირტუალურ სივრცეში შექმნილი ნეგატიური გარემო აძლევს. უარყოფითი და სალანძღავი კომენტარების კითხვა, ცუდი და ხშირად ყალბი ამბების შეტყობა და სხვა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რამაც ჩვენს განწყობაზე შეიძლება მოახდინოს გავლენა. ამიტომ, ამ სტატიაში იმ 5 მარტივ გზას წარმოგიდგენთ, რომლის საშუალებითაც სოციალური მედიის ნეგატიური გავლენის შემცირებას შეძლებ.
1. გააუქმე იმ ანგარიშების გამოწერა, რომლებიც ცუდად მოქმედებენ შენს განწყობაზე
შესაძლოა, სოციალურ ქსელში შენს დამეგობრებულ ადამიანებში ვინმე გამუდმებით წერდეს გრძელ თუ მოკლე სტატუსებს, სადაც გამუდმებით ვიღაცას ესხმის თავს, აკრიტიკებს, ან, უბრალოდ, ჭკუას არიგებს ყველას. თუკი ასეთი ადამიანი შენი ნაცნობია და არ გსურს, მეგობრების სიიდან წაშლის გამო ცუდად გამოჩნდე, შეგიძლია, უბრალოდ მისი გამოწერა გააუქმო. დარწმუნებული იყავი, რომ რაც ნაკლებად შეგხვდება ახალგაღვიძებულზე ვრცელი სალანძღავი ტექსტი, მით უკეთესი განწყობით შეხვდები დღეს.
2. გამოიწერე გვერდები, რომელთა კონტენტიც კარგ ხასიათზე გაყენებს
გამოწერაგაუქმებული მეგობრების ადგილი შეიძლება იმ გვერდებმა შეავსონ, რომლებიც პოზიტიურ კონტენტს ქმნიან და ავრცელებენ. ეს შეიძლება იყოს საყვარელი ცხოველების ვიდეოები, ან, უბრალოდ, ძალიან სასაცილო მიმები. მთავარია, გვერდის მოწონებამდე საკუთარ თავს შეკითხვა "რატომ" დაუსვა — რატომ გსურს, რომ ამ გვერდის გამომწერების სიას შეუერთდე? ნამდვილად გინდა, მათ მიერ შექმნილი კონტენტი შენს კედელზე ხვდებოდეს? ამის შემდეგ, უკეთ შეძლებ, საკუთარ ინტერესებში გაერკვე და ნაკლებად მოიწონო ისეთი გვერდები, რომლებიც, შესაძლოა, მნიშვნელოვან კონტენტს ქმნიან, თუმცა, შენთვის ნაკლებად რელევანტურიცაა და ცუდადაც აისახება ყოველდღიურ განწყობაზე.
3. დააიგნორე ტროლების კომენტარები, ან დაბლოკე/გაასაჩივრე ყალბი ანგარიშები
თუკი სოციალური ქსელების "სტაჟიანი" მომხმარებელი ხარ, კარგად გეცოდინება, რომ ინტერნეტსივრცეში დაწერილი კომენტარებისა თუ პოსტების არცთუ მცირე ნაწილი ყალბი ანგარიშების მიერაა შექმნილი. ამგვარი ანგარიშების შექმნას, როგორც წესი, ერთადერთი მიზანი აქვს ხოლმე და ეს უმეტესად ფრუსტრაციის გამოწვევაა. თუ თუნდაც შენ მიერ მოწონებულ გვერდზე აწყდები ისეთ ტექსტებს, სადაც გამუდმებით ესხმიან თავს ვინმეს ან არღვევენ სოციალური ქსელის წესებს, შეგიძლია, "დაარეპორტო", ანუ გაასაჩივრო ცალკეული კომენტარი, ან მთლიანად მისი ავტორი. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მედიის ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები არ მიიღო, გირჩევ, უბრალოდ, დაბლოკო ეს ყალბი ანგარიში, რის შემდეგაც აღარსად შეგხვდება მისი დაწერილი კომენტარები ან პოსტები.
4. საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებ
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ხშირად იწვევს ჩვენი განწყობის ცვლილებას, საკუთარი თავის სხვებთან შედარებაა. ეგრეთ წოდებული ინფლუენსერების ეპოქაში, როცა ცხოვრების სტილის ტენდენციებს ინტერნეტსივრცეში გავლენიანი ადამიანები აყალიბებენ, ბევრმა შესაძლოა ცუდად იგრძნოს თავი, რადგან თავისი ცხოვრება ტენდენციისგან განსხვავებულია. ამდენად, სოციალური მედია სურვილსა და შესაძლებლობებს შორის მარადიულ კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს.
უპირველესად, მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ სოციალური ქსელი საგამოფენო დარბაზს ჰგავს — აქ ნამუშევრები შემთხვევით არ ხვდება და ეს შენც კარგად გეცოდინება, თუკი ათობით ფოტოს იღებ და მხოლოდ ერთს ტვირთავ ხოლმე. შესაბამისად, გაითვალისწინე, რომ რეალური ცხოვრება ვირტუალურში შექმნილს სულაც არ შეესაბამება.
ამასთან, უმჯობესი იქნება, საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე თუ კონცენტრირდები და ნაკლებ დროს დაუთმობ, თუნდაც, "სთორიების" თვალიერებას. გაანალიზებით შეგიძლია შეაფასო, ნამდვილად გინდა თუ არა ის, რასაც თვალი მოჰკარი და მოსვენება დაკარგე — თუ ეს, უბრალოდ, გავლენის ქვეშ მოქცევაა.
5. თავად გაავრცელე პოზიტივი
ეს ფრაზა ისეთივე დრომოჭმულია, როგორც ფეისბუქზე "უჯიკეს" ფუნქცია, თუმცა, აუცილებელია, გახსოვდეს, რომ სოციალურ ქსელს შენ და შენნაირი ადამიანები ქმნით — გარემო, რომელიც ვირტუალურ სივრცეში არსებობს, უამრავი ადამიანის წვლილით ყალიბდება. ამდენად, ეცადე, მის გაჯანსაღებაზე იზრუნო და, მაგალითად, არცთუ რელევანტური კრიტიკული პოსტის დაწერის ნაცვლად ახლახან ნანახი შთამაგონებელი ვიდეო გააზიარო, რომელიც საგანგებოდ შერჩეულ და გამოწერილ გვერდზე ნახე. ცხადია, საკუთარი კედელი სოციალურ ქსელში სივრცის შენი ნაწილია და მისი გამოყენება სურვილისამებრ შეგიძლია, თუნდაც მნიშვნელოვანი პრობლემის გასახმიანებლად, თუმცა, კვლავაც პატარა ანალიზია საჭირო იმის გასაგებად, რა მიზანს ემსახურება შენ მიერ შექმნილი/გავრცელებული კონტენტი და რა შედეგის მომტანია ის, როგორც შენთვის, ასევე შენი ვირტუალური სამეგობროსთვის.
ბონუსი: მიმართე ციფრული დეტოქსს
ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სოციალური ქსელები დამოკიდებულებას იწვევენ და მომხმარებლები "სქროლვას" ვეღარ სწყდებიან, თუმცა, ზოგჯერ მიზეზი არათუ ჩათრევა, არამედ საქმეა. ბევრისთვის, მაგალითად, ციფრული მედიის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ოფლაინ ყოფნა უმეტესად შეუძლებელია, მაგრამ ლიმიტის განსაზღვრა და დაცვა ყოველთვის შესაძლებელი და მნიშვნელოვანია. ვირტუალური და ფიზიკური სამყაროები ორი სხვადასხვა სივრცეა და ერთმანეთს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ მათი მკაფიოდ გამიჯვნა ორივეთი გონივრული სარგებლობის საწინდარია. თუკი, თუნდაც უქმეებზე ან შვებულებაში ცოტა ხნით დაისვენებ სოციალური ქსელებისგან, ეს შეიძლება სასიკეთოდ აისახოს შენს მენტალურ მდგომარეობაზე.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
კომენტარები