"მომავალი ჰარი პოტერი" — ჯერ გამოუცემელი საბავშვო წიგნი რეკორდებს ხსნის
"ცალრქების ადგილი ზღაპრებში არაა, მათი ადგილი კოშმარებშია", — ასე იწყება ახალბედა ინგლისელი მწერლის, ანაბელ სტედმანის, სადებიუტო საბავშვო წიგნი სკანდარი და ცალრქის ქურდი რომელიც ჯერ არ გამოცემულა, თუმცა, უკვე მიიქცია მსოფლიოს ყურადღება.
28 წლის ავტორსა და ერთ-ერთი უდიდეს გამომცემლობა Simon & Schuster-ს შორის გაფორმებული კონტრაქტი უკვე შეფასდა საგამომცემლო სფეროში უპრეცედენტო შემთხვევად. წიგნის გამოცემის უფლების მოპოვებისთვის გამომცემლობებს შორის გამართული დაძაბული ბრძოლის შემდეგ, სტედმანმა წინასწარ მიიღო შვიდნიშნა რიცხვით გამოსახული ჰონორარი, რაც დებიუტანტი საბავშვო ავტორისთვის გადახდილ რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნევა.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. წიგნზე, რომლის გამოცემაც 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, საავტორო უფლებები ათობით ქვეყანამ იყიდა და ის ერთდროულად გამოიცემა 28 სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად. "მომავალ ჰარი პოტერად" შეფასებულ ნაწარმოებს საქართველოში სწორედ როულინგის საგის გამომცემელი, სულაკაურის გამომცემლობა, გამოუშვებს მომავალი წლის აპრილში. მთარგმნელი ნიკა სამუშია ტექსტზე უკვე მუშაობს.
სხვათა შორის, უკვე გაყიდულია წიგნის ეკრანიზაციის უფლებაც, გავრცელებული ცნობით, ასევე შვიდნიშნა რიცხვით გამოსახულ ფასად.
ნაწარმოებში მოქმედება დისტოპიურ სამყაროში ხდება, სადაც ცალრქები (ინგლისურად Unicorn) სისხლისმსმელ, მკვლელ არსებებად არიან ქცეულნი. 13 წლის სკანდარ სმითს უნდა, რომ მათი მომთვინიერებელი გახდეს. თუმცა, სკანდარის ოცნებას ცოტა ხნით გადადება უწევს, რადგან მოულოდნელად შავ-ბნელით მოცული მტერი ჩნდება და კუნძულზე ყველაზე ძლევამოსილ ცალრქას იტაცებს. საფრთხის ზრდასთან ერთად, ბიჭი ისეთ საიდუმლოს იგებს, რომელსაც თავისი სამყაროს სამუდამოდ განადგურება შეუძლია.
სანამ წიგნს დაწერდა, სტედმანი იურისტი იყო. სკანდარი და ცალრქის ქურდის იდეა კი ჯერ კიდევ 2013 წელს დაებადა, თუმცა, წერა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კემბრიჯის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.
"თავიდან, უბრალოდ, ცალრქების რამდენიმე სახელი ჩამოვწერე და თავი მივანებე", — იხსენებს ავტორი, — "იმ დროისთვის იურისტობისთვის ვემზადებოდი, ოქსფორდში ვცხოვრობდი და ლონდონისკენ ყოველდღიური მგზავრობისას ერთი საათი მქონდა ხოლმე ამაზე საფიქრალად".
წიგნის შექმნის ინსპირაცია იმ კითხვაზე დაფიქრებით გაჩნდა, თუ რატომ იქცნენ ცალრქები ბოლო წლებში "საყვარელ" არსებებად. მაშინ სტედმანმა გადაწყვიტა, ეს მითიური არსებები განსხვავებულად წარმოეჩინა და გამალებით წერას შეუდგა. ნაწარმოების პირველი მონახაზი 2018 წელს, სულ რაღაც სამ თვეში შეიქმნა.
სხვათა შორის, სტედმანის სამწერლობო ასპარეზზე შემოსვლას როულინგის ამბის მსგავსი ისტორია უძღოდა. საბავშვო რომანის შექმნამდე ავტორმა ზრდასრულებისთვის დაწერა წიგნი სამართლებრივ დავაზე, თუმცა, გამომცემლებმა ის დაიწუნეს. ამ დროს ავტორმა მწერლობაზე ხელის ჩაქნევაც იფიქრა, მაგრამ დღეს ამბობს, რომ შეუპოვრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან "არასდროს იცი, რა მოხდება".
სტედმანის გამომცემელი, ალი დუგალი, ირწმუნება, რომ "ავტორმა ისეთი განმაცვიფრებელი სამყარო შექმნა, რომლის მსგავსიც ბოლო წლებში არაფერი გვინახავს".
თუმცა, განცვიფრება არც მწერალს აკლია.
"ჩემთვის ეს ახდენილი ოცნებაა", — აცხადებს სტედმანი, — "ჩემი პირველი წიგნი 12 წლისამ დავწერე შობაზე ნაჩუქარ ორ ბლოკნოტში. ამბიციებთან ერთად, 12 წლისას ბევრი სადარდებელიც მქონდა, ასე რომ, ვისურვებდი, დროში უკან დაბრუნება და იმის თქმა შემეძლოს, რომ ოდესღაც მის წიგნს გამოსცემენ".
საკუთარ მოლოდინებზე საუბრისას კი, სტედმანს მოკრძალებული ამბიციები აქვს.
"ყველაზე მეტად იმის იმედი მაქვს, რომ ბავშვებს წიგნის წაკითხვა მოუნდებათ და მისით ისიამოვნებენ", — დასძენს ავტორი, — "ყოველთვის მომწონდა იმისი წარმოდგენა, როგორ ლაპარაკობენ [წიგნის შესახებ] ბავშვები სათამაშო მოედანზე. გულწრფელად ვამბობ, მხოლოდ ის მინდა, რომ ისინი აღფრთოვანდნენ".
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები