ბრიტანეთისთვის საევროვიზიო სიმღერის დაწერაზე ვიფიქრებდით, თუკი მას დუა ლიპა იმღერებს — ABBA
პოპულარული შვედური ჯგუფი ABBA რამდენიმე დღის წინ "გაცოცხლდა", როცა თითქმის 40-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სტუდიური ალბომი გამოუშვა. ჯერ კიდევ წლების წინ დაანონსებული ალბომის გამოშვებას უამრავი ინტერვიუ მოჰყვა მუსიკოსებთან, რომლებმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში პოპმუსიკის ეპოქა შექმნეს.
ერთ-ერთ ინტერვიუში ABBA-ს ორ წევრსა და პროდიუსერებს, ბიორნ ულვეუსს და ბენი ანდერსონს ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, იფიქრებდნენ თუ არა ისინი გაერთიანებული სამეფოსთვის საევროვიზიო სიმღერის დაწერაზე — 60-წლიანი ისტორიის მქონე მუსიკალური კონკურსისთვის, რომელიც დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სატელევიზიო შოუდ ევროპაში.
"წელს ჩვენ ახალ ტაქტიკას მივმართეთ", — განაცხადა ჟურნალისტმა, — "დუა ლიპასა და ლანა დელ რეისთან მომუშავე ხალხთან ვითანამშრომლებთ. როგორ შეაფასებდით ამ სვლას?".
მუსიკოსებმა გაერთიანებულ სამეფოს ტაქტიკა მოუწონეს. თუმცა, იქვე დასძინეს, რომ მომღერლის შერჩევა ერთია, ხოლო შესაფერისი სიმღერისა — მეორე.
"ორივე გჭირდებათ, კარგი სიმღერაც და კარგი შემსრულებელიც".
ბრიტანეთისთვის საევროვიზიო სიმღერის დაწერაზე კითხვის დასმის შემდეგ ბენი და ბიორნი დაფიქრდნენ: ბიორნმა ორჭოფობით თქვა, არაო, თუმცა, ბენის მტკიცე უარი არ განუცხადებია.
"რას რისკავ რომ? ბოლო ადგილზე უარესი ხომ მაინც არ იქნება?", — ჰკითხა ბენიმ და ამით იმაზე მიანიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ზედიზედ მეორე წელია, ევროვიზიის ბოლოადგილოსანია.
"ჰო, მაგრამ ძალიან კარგი შემსრულებელი იქნება საჭირო, ვისთვისაც სიმღერა დაიწერება", — უპასუხა ბიორნმა.
"დუა ლიპა", — განაცხადა ბენიმ.
"კი", — დაეთანხმა ბიორნიც.
აღსანიშნავია, რომ ABBA ევროვიზიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ გამარჯვებულად მიიჩნევა. ჯგუფმა 1974 წელს გამართულ კონკურსზე შვედეთის სახელით მოიგო, რაც მუსიკოსებისთვის კარიერაში ერთგვარ ტრამპლინად იქცა.
რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა ევროვიზიაზე ეგრეთ წოდებული დიდი ხუთეულის წევრია — ხუთი უმსხვილესი დამფინანსებლიდან ერთ-ერთი — ხოლო მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში წამყვანი როლი აქვს, უკვე წლებია, ევროპის "გულის მოგებას" ვერ ახერხებს. წინა ათწლეულში ქვეყანამ ისეთი ცნობილი შემსრულებლებიც კი გაგზავნა კონკურსზე, როგორიც ბონი ტაილერი, ენგელბერტ ჰემპერდინკი და ჯგუფი Blue არის, თუმცა, ათეულში მოხვედრა ვერცერთხელ შეძლო. მეტიც, სამჯერ მიიღო ბოლო ადგილი. სწორედ ამას უკავშირდება "ახალი ტაქტიკის" ძიება. გაერთიანებულმა სამეფომ ევროვიზია ბოლოს 1997 წელს მოიგო.
სხვათა შორის, ბოლო წლებში ევროვიზიაზე მაინცდამაინც წარმატებულად არც საქართველოს უასპარეზია. წელს უკვე ზედიზედ მეოთხედ, ქვეყანამ ნახევარფინალური ტურიდან ფინალში გადასვლა ვერ შეძლო.
კონკურსზე მონაწილეობის 13-ჯერ მიღების შემდეგაც, საქართველოსთვის საუკეთესო შედეგად მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011 წელს კი ჯგუფმა Eldrine აიღო.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 66-ე კონკურსი 2022 წლის 10, 12 და 14 მაისს გაიმართება იტალიის ქალაქ ტურინში. იტალიამ კონკურსის მასპინძლობის უფლება წელს მოიპოვა, როცა როკჯგუფმა Måneskin ქვეყანას მესამე გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ კონკურსის მოგების შემდეგ ბენდი ასევე წარმატებით აღმოჩნდა მსოფლიო სცენაზე. არაერთი ქვეყნის ჩარტებში მოწინავე პოზიციების დაკავებასთან ერთად, Måneskin მიიწვიეს პოპულარულ ამერიკულ შოუებშიც.
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
კომენტარები