ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით Facebook-მა და Instagram-მა ქართული მეკობრული საიტების გვერდები წაშალა
ქართული ე.წ. მეკობრული ვებგვერდების (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com, srulad.com, geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge) სოციალური მედიის გვერდები Facebook-სა და Instagram-ზე გასაჩივრების უფლების გარეშე წაიშალა.
როგორც ქართულ ორგანიზაციაში "ანტიმეკობრული ცენტრი" აცხადებენ, ქართულ მეკობრულ ვებგვერდებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე სოციალური მედიის გვერდები ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების გაერთიანების MPA (Motion Picture Association) მიმართვის საფუძველზე წაეშალათ. ეს გაერთიანება წარმოადგენს ისეთ გიგანტ ამერიკულ კომპანიებს, როგორებიცაა Disney, Paramount, Warner Bros, Universal, SONY და Netflix.
გადაწყვეტილება ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარე მიიღეს, რომლის თანახმადაც, სოციალური ქსელები ვალდებულნი არიან, თავიანთ პლატფორმაზე დაიცვან საავტორო უფლებები.
ანტიმეკობრული ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი საქართველოში კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს: მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში Google-ის საძიებო სისტემაში მეკობრული ვებგვერდები შეიზღუდოს.
სოციალური ქსელების მიერ მეკობრული ვებგვერდების ანგარიშების წაშლის შესახებ 27 ნოემბერს საქართველოს ანტიმეკობრეული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ ბეჟაშვილმა, აღნიშნული ცენტრის წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
ანტიმეკობრული ცენტრის მიზანია, საქართველოში მოქმედ მეკობრულ ინტერნერნეტრესურსებს სრულად შეუჩერდეს არაკანონიერი გზით მოპოვებული მასალის გავრცელებისა და რეკლამირების შესაძლებლობა, რათა ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაიცვან.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს ამერიკული კინოსტუდიების გაერთიანება MPA-მ ინტერნეტმეკობრეობის გამო საქართველოს სანქციებით დაემუქრა.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები