რატომ შეადარა განათლების მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს
განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუწია განემარტა, რატომ შეადარა ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული განძის მცველს, ექვთიმე თაყაიშვილს. ამის შესახებ მას პარლამენტში მინისტრის საათზე ალეკო ელისაშვილმა ჰკითხა.
ჩხენკელის განმარტებით, როდესაც წინა ხელისუფლება "ვაზს ჩეხავდა", მაშინ ბიძინა ივანიშვილი "უფრთხილდებოდა უნიკალურ ნერგებს"; ასევე, ივანიშვილი და ქართუ ფონდი დიდ ძალისხმევას ახმარს "კულტურული ძეგლების შენარჩუნების საშვილიშვილო საქმეს". სწორედ ამიტომ, ჩხენკელი მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ისტორიას და კულტურას "თვალისჩინივით უფრთხილდება", თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია.
"როდესაც ის ღონისძიება იყო, სადაც წარმოდგენილი იყო ბატონ ანზორ ერქომაიშვილის წიგნი, საუბარი გვქონდა ქართულ პოლიფონიაზე და ქართული პოლიფონია ჩვენი ვაზის გარეშე წარმოუდგენელია, ეს ქვაკუთხედია ჩვენი კულტურის. მაშინ მე აღვნიშნე, რომ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც წინა ხელისუფლება ვაზს ჩეხავდა, მაშინ ბატონი ბიძინა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა უნიკალურ ნერგებს, უნიკალურ ჯიშებს. ვაზს ქართველისთვის რამხელა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ.
თქვენ, ასევე, ძალიან კარგად იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ქართუ ფონდი რამხელა ძალისხმევას ახმარს ჩვენი კულტურული ძეგლების შენარჩუნების საშვილიშვილო საქმეს. ჩემთვის ყველა ადამიანი, რომელიც ასე თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიას და იმ ძეგლებს, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩემთვის არის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი", — განაცხადა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში.
თაყაიშვილს ივანიშვილი მინისტრმა 29 დეკემბერს შეადარა, როცა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია იმართებოდა. ღონისძიებას ივანიშვილიც ესწრებოდა.
ექვთიმე თაყაიშვილი საზოგადო მოღვაწეა. 1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ საფრანგეთში ევაკუირებულმა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნიდან ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა, ხელნაწერები და საბანკო ვალუტა გაიტანა. ეროვნულ განძს მცველად ექვთიმე თაყაიშვილი გაყვა. განძისადმი დიდი დაინტერესებისა და უკიდურესად მძიმე მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, თაყაიშვილმა ეროვნული განძი შეინარჩუნა და ქვეყანაში დააბრუნა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები