წულუკიანი რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნას თავად აპირებს

ფოტო: საქართველოს მთავრობა
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გეგმავს, რომ რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელები თავად დანიშნოს. მისი თქმით, ამის უფლება კანონით აქვს და მის გამოყენებას აპირებს.
"20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს გასდის ვადა პირველ იანვარს, ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით. ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში, ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო", — განაცხადა მან.
დღეს საქართველოს პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ. მან პლენარულ სხდომაზე სამინისტროს განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ის შეეხო ლიტერატურულ პრემიას ლიტერას, მას "კეზერაშვილის" უწოდა და განაცხადა, რომ სამინისტრო ამ პრემიას აღარ დაიბრუნებს.
გაიგეთ მეტი:
- წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია
- წულუკიანი: დღეს თეატრები შეჰყურებენ 2-3 ღვაწლმოსილ რეჟისორს, სულს ვუბერავთ მთელი ქვეყანა
- ცარიელი სკამების ბელადი ამაყობდა ბილიკების დაგებით, მაგრამ დღეს არ გვაქვს არცერთი ველობილიკი — წულუკიანი სააკაშვილზე
- წულუკიანი კულტურაზე: არ მეწყინება, თუ გაისად ბიუჯეტი გაიზრდება
- წულუკიანი ლიტერაზე: ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს
- წულუკიანი: ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები