პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე 82 მომხრე და 7 წინააღმდეგი იყო.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც წინასაახალწლო პერიოდში, 22 დეკემებერს დააინიცირეს დეპუტატებმა — გურამ მაჭარაშვილმა, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ. მისი მიღება წლის ბოლომდე, ანუ ინიცირებიდან მაქსიმუმ 9 დღეშია დაგეგმილი.
კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 11 მუხლში ცვლილებას ითვალისწინებს და ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს და დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. კონკრეტულად, კანონის 35-ე მუხლს, რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის წესს ეხება, ემატება მე-13 პრიმა პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ მოსამართლეობის კანდიდატი კონკრეტულ კონკურსში ვერ დააგროვებს ხმების საკმარის რაოდენობას, საბჭოს მინიმუმ 3 წევრს ექნება უფლება იგივე კანდიდატი სხვა თანამდებობის შესარჩევ კონკურსში განიხილოს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები