7 სავაჭრო ფონდი (ETF), რომელშიც ფული 2022 წელს უნდა დააბანდო
ანალიტიკოსები გვირჩევენ, რომ დამწყები ინვესტორიბისთვის საუკეთესო სტრატეგია დივერსიფიცირებულ პორტფელში ინვესტირებაა. სავაჭრო ფონდები (ETF) სწორედ ამის საშუალებას იძლევა.
ETF-ში ინვესტირებისას ინვესტორი თანხას აქციების კრებულში აბანდებს. ETF-ები აქციების მსგავსად ივაჭრება საფონდო ბირჟებზე და ინვესტორებს საშუალებას აძლევს ერთდროულად სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდები შეიძინოს და ამით თითოეული ინსტრუმენტის დეტალური ანალიზი თავიდან აირიდოს.
თუ საფონდო ბირჟაზე 2021 წლის დინამიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ წამყვანი აქციები ენერგეტიკის სექტორს უკავშირდებოდა. თუმცა, ინვესტორები, რომლებიც შორს იხედებიან და ზრდის პოტენციალის მქონე აქციებს აკვირდებიან, როგორც წესი, ტექნოლოგიურ სექტორზე აკეთებენ არჩევანს.
ბუნებრივია, შეუძლებელია ინვესტირების სამყაროში ყველაფერი წინასწარ გათვალო და გაიგო, რომელი სექტორი გაიბრწყინებს სამომავლოდ, მაგრამ თუ ტექ-ინდუსტრია შენი ინტერესის სფეროშია, ამ სექტორში მომუშავე ეს 7 სავაჭრო ფონდი ნამდვილად დაგაინტერესებს.
1. Invesco QQQ ETF (ticker: QQQ)
Invesco-ს მიერ შემოთავაზებული $206-მილიარდიანი ფონდი ექსკლუზიურად ტექნოლოგიურ სექტორს არ მიეკუთვნება. ფონდი Nasdaq-100-ის ინდექსს მიყვება, რომელიც Nasdaq-ის ბირჟაზე არსებულ 100 მსხვილ აქციას მოიცავს.
ფონდის დაახლოებით 50% ტექნოლოგიურ კომპანიებს მოიცავს, ხოლო თითქმის 20% მოიცავს ე.წ. ტელეკომუნიკაციის სერვისის კომპანიებს, როგორებიცაა, მაგალითად, Facebook (FB), Google (GOOG, GOOGL).
2. SPDR Fund (XLK)
ეს ფონდი ტექნოლოგიური სექტორით დაინტერესებული ინვესტორების შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოპულარულია. ფონდში თითქმის 80 კომპანიის აქციებია გაერთიანებული.
ფონდი 1998 წელს დაარსდა და ამ დროისთვის მისი აქტივები 50 მილიარდს შეადგენს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფონდის მოცულობის 45%-ს Apple Inc. (AAPL) და Microsoft Corp. (MSFT) შეადგენენ.
3. Vanguard Information Technology ETF (VGT)
Vanguard, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო მრჩეველია, ჯგუფის ჯამური აქტივების მოცულობა $7 ტრილიონს აღწევს. Vanguard-ის ფონდი საკმაოდ კონცენტრირებულია მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში, ფონდის აქტივების ნახევარზე მეტი ტოპ 10 კომპანიაშია გადანაწილებული — მაგალიად: Apple (AAPL), Microsoft (MSFT), NVIDIA (NVDA), Adobe (ADBE) და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ამ 45 მილიარდიანი ფონდის წლიური გადასახადი მხოლოდ 0,1%-ია, ან 10 დოლარი ყოველ 10 000 დოლარიან ინვესტიციაზე. ფონდი საუკეთესო საშუალებაა პროგრამული უზრუნველყოფისა და IT სექტორში ფულის დაბანდებისთვის.
4. First Trust Dow Jones Internet Index ETF (FDN)
მიუხედავად იმისა, რომ ფონდი საკმაოდ სფეციფიკურია, მისი აქტივების მოცულობის მიხედვით (10 მილიარდი) ის მაინც საკმაოდ მასშტაბურია.
ფონდი Dow Jones Internet Composite Index-სს მიჰყვება, რომელიც ამ სფეროში ყველაზე მეტად აქტიურ კომპანიებს მოიცავს.
ამ ფონდში შენ ვერ ნახავ მიკროჩიპების მწარმოებლებს, მაგრამ ისეთ კომპანიებს შეხვდები როგორიცაა: Amazon.com Inc. (AMZN), Netflix Inc. (NFLX) და Salesforce.com Inc. (CRM).
5. Amplify Online Retail ETF (IBUY)
ეს ფონდი 1 მილიარდიან აქტივებს მოიცავს, თუმცა, მიუხედავად მისი ზომისა ინვესტორებს შორის ის მაინც საკმაოდ პოპულარულია.
ამასთან, ის საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რაც მის პოპულარობაზე დამატებით პოზიტიურად აისახება. წარმოდგენილი 60 პოზიციიდან არცერთ აქტივს 2%-ზე მეტი წილი არ უჭირავს. ამ კომპანიებს შორისაა მაგალითად Expedia (EXPE), Airbnb (ABNB), Shutterstock (SSTK), Uber (UBER) და სხვა.
შესაძლებელია, აქ გიგანტი კომპანიის სახელიც ნახოთ თუმცა მისი წილი არც ისე შთამბეჭდავი იქნება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ფონდი მაინც საკმაოდ პოპულარულია.
6. iShares Global Tech ETF (IXN)
ფონდი 2001 წლიდან ჩაეშვა და ამ დროისთვის 6 მილიარდიან აქტივებს ფლობს. ეს ფონდი მათთვისაა, ვისაც მხოლოდ აშშ-ის აქციებით შემოფარგვლა არ სურს.
უფრო კონკრეტულად, ფონდი S&P Global 1200 Information Technology Sector Index-სს მიჰყვება და ინვესტორებს ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებში ინვესტირების საშუალებას აძლევს.
ფონდის ¾-ზე მეტი ამერიკაშია კონცენტრირებული, თუმცა გარდა მსხვილი ამერიკული კომპანიებისა როგორებიცაა მაგალითად Apple (AAPL) და Microsoft (MSFT) ფონდში ასევე შედიან Taiwan Semiconductor Manufacturing Co. Ltd. (TSM) და Korea's Samsung Electronics Co. Ltd. (SSNLF), რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს გეოგრაფიულად დივერსიფიცირებული პორტფელი ქონდეთ.
7. KraneShares CSI China Internet ETF (KWEB)
თუ ჩინურ კომპანიებში ინვესტირება გსურს, ეს ფონდი შენთვისაა. ფონდი რომელიც 8 მილიარდის მოცულობის აქტივებს ფლობს მხოლოდ იმ კომპანიების აქციებს მოიცავს, რომლებიც ჩინეთში არიან დაარსებულნი. აქ საუბარია ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებიც ინტერნეტ ბიზნესზე არიან ორიენტირებულნი, მაგალითად Alibaba Group Holding Ltd. (BABA) და Baidu Inc. (BIDU).
სავაჭრო ფონდებში ინვესტირებას იმ ტიპის ინვესტორები ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც ინდივიდუალურ აქციებში ფულის დაბანდებას არ აპირებენ. ამგვარი ფონდები მეტად დივერსიფიცირებულები არიან, რის გამოც ინვესტორებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვაპარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან პარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
გადახედვაკახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში
-
გადახედვა84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით 84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
-
გადახედვა"კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებული განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას — განცხადება "კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებული განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას — განცხადება
-
გადახედვარატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ ჯებირებს მიღმა შეიყვანა, თავისუფალია და კვლავ აქციაზე იმყოფება რატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ ჯებირებს მიღმა შეიყვანა, თავისუფალია და კვლავ აქციაზე იმყოფება
-
გადახედვა"დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება "დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება
-
გადახედვახმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია ხმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო
-
გადახედვალევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
-
-
გადახედვაგორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს
-
გადახედვაკანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
-
გადახედვაპუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია პუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია
-
გადახედვანიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს — მიზეზი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიციაა ნიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს — მიზეზი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიციაა
კომენტარები