პრემიერმინისტი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიზნით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიმდინარე კვირაში მიიღებს. მისივე თქმით, იგეგმება ფარმაცევტული ბაზრის გახსნა თურქეთთან.

"ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებული არის, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები.

ჩვენ, ასევე, ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი — თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, ძალიან გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტმრმა, ასევე, განაცხადა, რომ აპირებენ იმუშაონ კანონმდებლობის დახვეწაზე ამ მიმართულებით.