ცოტა ხნის წინ HBO-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, ეიფორიის მეორე სეზონის ნანატრი პრემიერა შედგა. საყვარელი გმირების დაბრუნების გარდა, ქართველი მაყურებლისთვის ეს სეზონი იმითაც შეიძლება იყოს განსაკუთრებული, რომ სერიალის აუდიო ეფექტებზე ქართულმა კომპანია POSTRED-მა იმუშავა.

POSTRED აუდიო პოსტპროდუქციის კომპანიაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. ეიფორიის მეორე სეზონზე მუშაობა კომპანიის ერთადერთი საერთაშორისო წარმატება როდია: ოქტომბერში კომპანიამ თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჰოლივუდის ორ ისეთ დიდ კინოკინოსტუდიასთან, როგორებიც Paramount Pictures და A24-ია.

კომპანია ჰოლივუდის ორი ისეთი ახალი ფილმის აუდიოგახმოვანებასაც უზრუნველყოფს, როგორებიცაა საკულტო საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის ახალი ნაწილი კივილი 5 და C’mon,C’mon, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ოსკარი 2021-ზე მოკლემეტრაჟიანი კინოსურათების ხუთ ფინალისტს შორის მოხვდა ფილმი A Concerto Is A Conversation, რომელზეც სწორედ POSTRED-მა იმუშავა.

ამავე თემაზე: