ნოვაკ ჯოკოვიჩს კოვიდდადებითი სტატუსის ქონის დროს იზოლაციის წესების დარღვევის გამო ჯარიმა ან პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს
სერბ ჩოგბურთელსა და მსოფლიოს ამჟამინდელ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო შეიძლება ჯარიმის გადახდა ან პატიმრობა შეეფარდოს. აღნიშნული წესი ჩოგბურთელმა წინა თვეში დაარღვია, როცა მას კოვიდდადებითი სტატუსი დაუდასტურდა.
34 წლის ჯოკოვიჩი ამჟამად ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობს, თუმცა, ზემოხსენებული საქმის გამო მას შეიძლება ქვეყანა დაატოვებინონ.
12 იანვარს ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ თავისი სტატუსის შესახებ იცოდა, როცა 18 დეკემბერს ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუზე და ფოტოსესიაზე მივიდა. მისი თქმით, ეს "შეცდომა" იყო.
ჯოკოვიჩმა "ადამიანური შეცდომა" თავის გუნდსაც მიაწერა და აღნიშნა, რომ მათ შესაბამის დოკუმენტში არ ასახეს, რომ ჩოგბურთელი ავსტრალიაში გამგზავრებამდე ორკვირიან პერიოდში ესპანეთშიც იმყოფებოდა.
სერბი იურისტების თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული მკაცრი რეგულაციების დარღვევაა, რაც ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, უფრო სავარაუდოა, დამნაშავეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაევალოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს ჯოკოვიჩის გარშემო შექმნილი ხმაურის ერთადერთი მიზეზი არ არის. ცოტა ხნის წინ, ჩოგბურთელს, სავარაუდოდ, აუცრელობის გამო ავსტრალიაში არ უშვებდნენ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან ქვეყანაში დარჩენის უფლება მიიღო.
ამ ყველაფრის მიუხედავად, სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მედიასაშუალებები ჯოკოვიჩს მხარს უჭერენ. ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნებულ ოპ-ედში ბელგრადის ვიცე-მერი, გორან ვესიჩი, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრს, ალექს ჰოუკს, აკრიტიკებს. ჯოკოვიჩთან და მის საქმესთან დაკავშირებული კითხვების მიუხედავად, ჩოგბურთელის ავსტრალიურ ტურნირში მონაწილეობას მხარს უჭერდა ქვეყნის პრემიერმინისტრი, ანა ბრნაბიჩიც.
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
კომენტარები