13 იანვარს, გვიან ღამით უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა იყო, რომელიც უკრაინელებს აფრთხილებდა, რომ მათ უნდა "ეშინოდეთ და ელოდნენ უარესს".

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა როიტერსს განუცხადა, ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან, თუმცა ასევე თქვა, რომ წარსულში მსგავსი თავდასხმების უკან რუსეთი იდგა.

"ყველანაირი ინფორმაცია თქვენ შესახებ გახდა საჯარო, გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს. ეს ხდება თქვენი აწმყოსს, წარსულისა და მომავლის გამო", — ეწერა დაჰაკულ ვებგვერდებზე უკრაინულ, პოლონურ და რუსულ ენებზე.

აღნიშნულზე რუსეთს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.