სასამართლო დავის წაგების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან გააძევებენ
14 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაზე საასპარეზოდ ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანამ ვიზა ხელმეორედ გაუუქმა, რისი მიზეზიც აუცრელობა გახდა. ვიზის გაუქმების შემდეგ მსოფლიოს ამჟამინდელ პირველ ჩოგანს ორი გზა ჰქონდა: ან დეპორტაციას უნდა დათანხმებოდა, ან გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა. მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სასამართლო დავა წააგო. ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან გააძევებენ.
ნოვაკ ჯოკოვიჩს პირველი მატჩი 17 იანვარს უნდა ეთამაშა, თუმცა ამას ვეღარ მოახერხებს. ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, თუმცა მას დაემორჩილება.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 6 იანვარს ავსტრალიაში ჩაფრენილი ჩოგბურთელი ქვეყანაში აუცრელობის გამო არ შეუშვეს: ჯოკოვიჩი მანამდე აცრის შესახებ თავის სტატუსზე საჯაროდ არ საუბრობდა, მაგრამ მოგვიანებით ავსტრალიის სახელმწიფო წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.
თავდაპირველად ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა მოიგო: მოსამართლემ პროცედურული ხარვეზების გამო უკანონოდ ცნო ვიზის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, რადგან სპორტსმენს სათანადო დრო არ მიეცა, რომ ვიზის გაუქმების საკითხზე თავისი პოზიციის დაცვა შესძლებოდა.
14 იანვარს ჯოკოვიჩს ვიზა ხელმეორედ გაუუქმეს. ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრის განმარტებით, მან თავისი გადაწყვეტილება "საზოგადოების საკეთილდღეოდ" მიიღო, რაც იმით აიხსნება, რომ ჯოკოვიჩის მაგალითმა შესაბამისი გავლენა უნდა იქონიოს იმ სხვა პოტენციურ არავაქცინირებულ პირებზე, რომლებიც ავსტრალიაში ჩასვლას დააპირებენ.
ავსტრალიაში არავაქცინირებული პირების შესვლა აკრძალულია, თუმცა ჯოკოვიჩს კორონავირუსი 16 დეკემბერს დაუდასტურდა და სამედიცინო პერსონალის გარკვეული რეკომენდაციის საფუძველზე აპირებდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დასწრებოდა. თუმცა მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ მან სერბეთში დაარღვია თვითიზოლაციის წესები.
ამავე თემაზე:
- სავარაუდოდ, აუცრელობის გამო ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს;
- ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო მოიგო და ავსტრალიაში დარჩენის უფლება მიიღო;
- ნოვაკ ჯოკოვიჩს კოვიდდადებითი სტატუსის ქონის დროს იზოლაციის წესების დარღვევის გამო ჯარიმა ან პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს;
- ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა ისევ გაუუქმეს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები