ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი ბერლინალეზე 10 საუკეთესოში მოხვდა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და აღიარებულ ევროპულ კინოფესტივალზე — ბერლინალე — ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი იმ ათ საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ.
ფესტივალზე 2006 წლიდან ცალკე პლატფორმა ეთმობა იმ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებსაც კინოეკრანიზაციისთვის ყველაზე შესაფერისად მიიჩნევენ: ბესტსელერებსა თუ სხვადასხვა პრემიის მფლობელ რომანებს ყოველწლიურად გამოარჩევენ და კინომწარმოებლებს წარუდგენენ, რათა ეკრანიზაციისთვის შესაფერისი ლიტერატურული მასალა მარტივად იპოვონ და უფლებებიც შეიძინონ.
გამონაკლისი არც წელს იქნება: ბერლინალემ 30-ზე მეტი ქვეყნის 190-ზე მეტი ნაწარმოები განიხილა და 10 საუკეთესო შეარჩია, რომლებსაც წლევანდელ ფესტივალზე, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 10-დან 20 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება, დაინტერესებულ პირებს წარუდგენენ.
ბერლინალეს 72-ე კინოფესტივალის ფავორიტებს შორის მოხვდა ქართული წარმოშობის გერმანულენოვანი მწერლის ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი Das mangelnde Licht (ქართული სამუშაო თარგმანი უკმარი სინათლე).
ასე გამოიყურება წლევანდელი ბერლინალეს 10 საუკეთესო რომანი, რომლებიც ფილმისა თუ სერიალის სცენარებისთვის საუკეთესოდ მიიჩნიეს:
- The Riff-Raff / Die Bagage — მონიკა ჰელფერი (გერმანია)
- The Sound of the Jaguar's Roar / O som do rugido da onça — მიშელინი ვერუნშკი (ბრაზილია)
- Mary — ენ ეკჰოუტი (ნიდერლანდები)
- More Than I Love My Life — დევიდ გროსმანი (ისრაელი)
- The Granddaughter / Die Enkelin — ბერნჰარდ შლინკი (გერმანია)
- Spanish Beauty — ესთერ გარსია ლოვეტი (ესპანეთი)
- Lack of Light / Das mangelnde Licht — ნინო ხარატიშვილი (გერმანია)
- The Lamplighters — ემა სტონექსი (დიდი ბრიტანეთი)
- Impatients / Les Impatientes — ჯაილი ამადოუ ამალი (კამერუნი)
- Wherever You Are / Wo auch immer ihr seid — ქუე ფემი (გერმანია)
აღსანიშნავია, რომ ნინო ხარატიშვილის ზემოთ ხსენებული რომანის სიუჟეტი საქართველოში ვითარდება: წიგნი 90-იანი წლების თბილისში, სოლოლაკში, მცხოვრები ოთხი ქართველი გოგოს — ქეთოს, ნენეს, დინასა და ინას შესახებ მოგვითხრობს.
ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, რომ სანამ ეს რომანი გამოიცემოდა, იქამდე იყიდა მისი უფლებები ერთ-ერთმა უდიდესმა ინგლისურენოვანმა გამომცემლობა HarperCollins-მა.
წიგნი უკვე ითარგმნება ქართულ ენაზეც: მას ნათია ფანჯიკიძე თარგმნის და გამომცემლობა ინტელექტი უახლოეს მომავალში გამოსცემს.
აღსანიშნავია, რომ წელს ეს ნინო ხარატიშვილის პირველი წარმატება არაა. რამდენიმე თვის წინ მწერლის მესამე რომანი, მერვე სიცოცხლე, დუბლინის ლიტერატურული პრემიის გრძელ სიაში მოხვდა. წიგნი მაშინ "პასტერნაკისა და მარკესის ნაზავად" შეაფასეს. მანამდე ხარატიშვილი ამავე რომანით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, ბუკერის, ფინალისტებს შორისაც აღმოჩნდა. 2014 წელს გამოცემული მერვე სიცოცხლე ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ბესტსელერად იქცა.
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
კომენტარები