ცოტა ხნის წინ მეგან ფოქსი და რიჩარდ კოლსონ ბეიკერი, იგივე MGK, დაინიშნნენ. სოციალური ქსელების მომხმარებლები კი მეგანის ნიშნობის ბეჭდით აღფრთოვანებულები იყვნენ, რომლის ფოტოც მსახიობმა ინსტაგრამზე გააზიარა. MGK-ის განმარტებით, ბეჭედი დიზაინერმა სტივენ ვებსტერმა შექმნა, ხოლო ზურმუხტი მისი ზოდიაქოს ქვაა, ბრილიანტი კი — მეგანის.

ფოტო: Instagram

"ბეჭდის ზურმუხი კოლუმბიურია, რომელიც დამუშავებული არ არის და პირდაპირ მაღაროდან შევიძინე. ხოლო ბრილიანტი სტეფან ვებსტერს ეკუთვნოდა", — განაცხადა MGK-მ Vogue-თან ინტერვიუში.

"ბეჭდის იდეა ის არის, რომ მისი ორი დაშორებული ნაწილი მაგნიტის მეშვეობით ერთიანდება და გულის ფორმა ქმნის. ზოლები კი, რომლებიც ბეჭდის უკანა მხარეს ჩანს, სინამდვილეში ეკლებია. თუ მეგანი ბეჭდის მოხსნას გადაწყვეტს, ეს მტკივნეული იქნება", — დასძინა საქმრომ.

როგორც ჩანს, MGK არ ხუმრობდა და ბეჭედი მართლაც ასეთი დიზაინით არის შექმნილი. ინტერვიუს ბოლოს მეგანის საქმრომ ისიც აღნიშნა, რომ "სიყვარული მტკივნეულია".