საზოგადოებაში დამკვიდრებული სილამაზის სტანდარტები გავლენას ნებისმიერი ასაკისა და გენდერის ადამიანზე ახდენს. საზოგადოების აზრი იმის შესახებ, თუ როგორია იდეალური სახე და სხეული უამრავი ადამიანის დამცირებისა თუ მათი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზიც ხდება. სილამაზის არარეალურ სტანდარტებს ფეხი განსაკუთრებულად მყარად ჰოლივუდში აქვს მოკიდებული და მასზე ქალების გარდა, კაცებიც ღიად საუბრობენ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 7 ცნობილ კაცს, რომელმაც ჰოლივუდში სილამაზის არარეალური სტანდარტები გააკრიტიკა:

1. დუეინ ჯონსონი

ფოტო: Getty Images

როგორც აღმოჩნდა, სამსახიობო კარიერის დაწყების შემდეგ დუეინ ჯონსონს გამუდმებით მოუწოდებდნენ, რომ გამხდარიყო, დიეტა შეეცვალა და სპორტდარბაზშიც ნაკლებად ევლო, რათა პროფესიონალური მოჭიდავის იმიჯისგან გათავისუფლებულიყო. დუეინის თქმით, გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის არ ეღალატა და ინდუსტრია ეიძულებინა, ისეთი მიეღო, როგორიც იყო.

2. უენტუორთ მილერი

ფოტო: Getty Images

2010 წელს Prison Break-ის მსახიობის ფოტო წონის შესახებ მიმების წყაროდ იქცა. ამ ამბავმა თავად მსახიობამდეც მიაღწია, რომელმაც საზოგადოებას საკუთარ მენტლურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ უამბო:

"2010 წელს ჩემი ზრდასრული ცხოვრების ფსკერზე ვიყავი და ყველგან ვეძებდი იმას, რაც შვებას, კომფორტსა და ყურადღების გადატანის საშუალებას მომცემდა. საჭმელი ავირჩიე და წონაში მოვიმატე. დიდი ამბავი. უნდა ვაღიარო, რომ პირველად, როცა მიმი სოციალურ ქსელებში ვნახე, სუნთქვა შემეკრა, მაგრამ როგორც სხვა ყველაფერს ცხოვრებაში, ამასაც კონკრეტული მნიშვნელობა მივანიჭე. ამ ფოტოს ძალასთან, ჭრილობების მოშუშებასთან და სხვებისა და საკუთარი თავის პატიებასთან ვაიგივებ", — განაცხადა მსახიობმა.

3. ჯონ ბოიეგა

ფოტო: Getty Images

ჯონ ბოიეგამ რამდენჯერმე გამოთქვა ისეთი ფილმების შექმნის სურვილი, რომლებშიც ერთმანეთისგან განსხვავებული სხეულის მქონე ადამიანები ითამაშებენ: "რატომ უნდა იყვნენ მთავარი პერსონაჟები ყოველთვის დაკუნთულები?"

4. ჯონა ჰილი

ფოტო: Getty Images

ჯონა ჰილმა ინსტაგრამზე ფანებს პირდაპირ სთხოვა, რომ მისი სხეულის შესახებ კომენტარებისგან თავი შეეკავებინათ:

"ვიცი, რომ ჩემთვის კარგი გინდათ, მაგრამ გთხოვთ, ჩემი სხეულის შესახებ კომენტარს ნუ გააკეთებთ. კარგს იტყვით თუ ცუდს, ეს არაფერში მეხმარება და თავს ცუდად მაგრძნობინებს", — დაწერა მსახიობმა.

5. ჯეისონ მომოა

ფოტო: Getty Images

მას შემდეგ, რაც გამოცემა TMZ-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა იმაზე, რომ ხალხი მუცლის პრესის არქონის გამო დასცინოდა, ჯეისონ მომოამ უპასუხა: "სულაც არ მწყინს. TMZ-ს გადაეცით, რომ ჩემს მოშვებულ სხეულს მალე განახებთ".

6. სიმუ ლიუ

ფოტო: Getty Images

მას შემდეგ, რაც Shang-Chi-ში მთავარი როლი მიიღო, სოციალურ ქსელებში ტროლები კომენტარებს უწერდნენ, რომ როლისთვის უშნო იყო და მას არ იმსახურებდა. მსახიობის თქმით, ამ კომენტარებმა გადააწყვეტინა, საკუთარი მომხიბვლელობა სხვების აზრთან აღარ დაეკავშირებინა, რის შემდეგაც საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად იქცა.

7. კუმელ ნანჯიანი

ფოტო: Getty Images

მარველის Eternals-ის ვარსკვლავის ფიზიკური ტრანსფორმაცია უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა. მსახიობის თქმით, ამან მის მენტალურ ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა, რადგან გრძნობდა, რომ ხალხი მის იმ შიშს ახმოვანებდა, რომელიც თავად ჩუმად ტანჯავდა:

"ძალიან მარტივია, სასწორზე გამოსახული ციფრებით შეპყრობილი გახდე. ძალიან რთული და მაცდური პროცესია. მეც შეპყრობილი გავხდი და სულაც არ მიხარია, რომ ყოველდღე ვიწონები", — განაცხადა მსახიობმა.