10 ფაქტი ენკანტოს შესახებ, რომელიც ანიმაციის სიმღერებივით ჯადოსნურია
ცოტა ხნის წინ დისნეის ახალი ანიმაცია ენკანტო გამოვიდა, რომელიც მადრიგალების საოცარი ოჯახის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული პერსონაჟები მთავარ გმირთან, მირაბელთან ერთად ცეკვა-სიმღერით გვიყვებიან ოჯახის საინტერესო ამბავსა და ჯადოსნური სახლისა და ძალების შესანარჩუნებლად იბრძვიან.
ანიმაცია ჯადოსნური მხოლოდ ლამაზი ფერებისა და სიმღერების გამო სულაც არაა: ის უამრავ საინტერესო კადრს მიღმა ფაქტსა და დამალულ დეტალს აერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ენკანტო დისნეის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციაა.
მაშ ასე, გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ენკანტოს შესახებ, რომელიც ანიმაციის სიმღერებივით ჯადოსნურია:
1. მირაბელი დისნეის ანიმაციებში პირველი მთავარი პერსონაჟი ქალია, რომელიც სათვალეს ატარებს
თანაც მირაბელის სახელი ესპანურ სიტყვა "მირა"-ს უკავშირდება, რომელიც დანახვას ნიშნავს.
2. "მადრიგალების ოჯახი" დისნეის ისტორიაში ყველაზე სწრაფი სიმღერაა
რაც სიმღერას ერთი ორად მომხიბვლელს ხდის!
3. "მადრიგალების ოჯახის" სიმღერა ანიმაციის დასასრულზე ადრე დაიწერა
შემქმნელებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ანიმაციის მთავარი თემა ოჯახი იქნებოდა.
4. ლუიზას სიმღერის შთაგონების წყარო ანიმაციის ერთ-ერთი შემქმნელის უფროსი და გახდა
მირაბელის უფროსი დის, ლუიზას სიმღერა ფანების ფავორიტი დამსახურებულადაა. ლუიზა იმ წნეხზე მღერის, რომელიც მას, როგორც უფროს დასა და სხვებზე ძლიერს აწევს. ანიმაციის ერთ-ერთმა შემქმნელმა ლინ მანუელ მირანდამ განაცხადა, რომ სიმღერის შთაგონების წყარო საკუთარი უფროსი და გახდა.
"ამ სიმღერით სიყვარულს ვუხსნი და ვებოდიშები ჩემს დას, რომელსაც ჩემზე მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ვუყურებდი, როგორ უმკლავდებოდა უფროსი დის წნეხს და როგორ ეჭიდებოდა იმ სიმძიმეებს, რომელთა ტარებაც მე არ მიწევდა", — ამბობს მანუელი.
5. დამაჯერებელი ისტორიის დასაწერად ანიმაციის შემქმნელებმა კოლუმბიაში იმოგზაურეს
შემქმნელები კოლუმბიელი მუსიკოსების შემოქმედებასაც გაეცნენ და ჩვენი საყვარელი სიმღერებიც მათი შთაგონებით შექმნეს.
6. მადრიგალების ოჯახის წევრების გარჩევაში მათი ტანსაცმლის ფერები გვეხმარება
მადრიგალების ოჯახი ბებიას, სამ შვილსა და მათ ოჯახებს აერთიანებს. მირაბელი, მისი მშობლები და დები ცივ ფერებს — იასამნისფერსა და ცისფერს ირჩევენ, მირაბელის დეიდის ოჯახი კი — ყვითელსა და წითელს.
7. მადრიგალების თითოეული წარმომადგენლის ნიჭი ოჯახებში ტრადიციულად განაწილებულ როლებს შეესაბამება
მაგალითად, ლუიზა ყველაზე ძლიერი წევრია, რომელიც სირთულეებს უმკლავდება, იზაბელი "უნაკლო" და გათამამებული შვილია, კამილოს ნიჭი კი იმაზე მიუთითებს, რომ ის თინეიჯერია, რომელსაც საკუთარი თავი ჯერ კიდევ ვერ უპოვია.
8. მადრიგალები ჯადოსნურ ნიჭს 5 წლის ასაკში იღებენ, რადგან შემქმნელების მიხედვით, სწორედ ამ ასაკში აკერებენ ბავშვებს იარლიყებს რეალურ ცხოვრებაშიც
9. ენკანტოს ოფიციალურ პოსტერში ბრუნოს დანახვა შეგიძლიათ
ბრუნოზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ მას ვხედავთ!
10. თითოეული პერსონაჟის ჩაცმულობა სიმბოლურია
მაგალითად, იზაბელას ყვავილებით მორთული ტანსაცმელი აცვია, პეპას მზის ფორმის საყურეები უკეთია, ბრუნოს მოსასხამზე კი ქვიშის საათი ახატია.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები