დანაშაული არაა, იყო ის, ვინც ხარ — საფრანგეთში "გარდაქმნის თერაპია" აიკრძალა
ცოტა ხნის წინ საფრანგეთმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც ეგრეთ წოდებულ გარდაქმნის თერაპიას დანაშაულებრივ ქმედებად აცხადებს და შესაბამის სასჯელსაც ითვალისწინებს. გადაწყვეტილება ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო — 142 მომხრე არცერთის წინააღმდეგ.
"გარდაქმნის თერაპია" იმ არასწორ წარმოდგენას ემყარება, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა და "განკურნება" შესაძლებელია. ამ საზრისს ამერიკისა და ევროპის კონტინენტებზე ავტორიტეტული სამედიცინო ასოციაციები არ იწყნარებენ, თუმცა, მსგავს სერვისებს, ძირითადად, რელიგიური ორგანიზაციები, მოქალაქეებს ჯერ კიდევ სთავაზობენ რამდენიმე ქვეყანაში. ხშირ შემთხვევაში ამ პროცესის გავლა ძალდატანებითია.
ამიერიდან, საფრანგეთში ნებისმიერ პირს, ვისაც ახალი კანონი დამნაშავედ ცნობს, შეიძლება $34 ათასამდე ჯარიმა და თავისუფლების ორი წლით აღკვეთა შეეფარდოს.
გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მან ტვიტერზე დაწერა, რომ "დანაშაული არაა, იყო ის, ვინც ხარ".
კანონის მიღებას მხარი დაუჭირა სენატმაც, საფრანგეთის პარლამენტის ზემო პალატამ, სადაც მომხრე 305 დეპუტატი აღმოჩნდა, წინააღმდეგი კი 28 წავიდა — ეს უკანასკნელნი, კონსერვატიულ რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენენ.
ახალი კანონი ქვეყანაში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მაკრონის მიერ ხელის მოწერისთანავე ამოქმედდება.
გაეროს ექსპერტებმა არაერთხელ დაგმეს ლგბტქ ადამიანების "გარდაქმნის თერაპია", რომელიც მოიცავს სესიებს, ინიექციებს, ელექტროშოკის გამოყენებას და ლოცვას, რათა პირის სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა შეიცვალოს.
ეს პრაქტიკა უკვე აიკრძალა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, მათ შორის, ბრაზილიაში, ეკვადორში, ალბანეთში, გერმანიაში, მალტაზე და გაერთიანებულ სამეფოში. ამ სახელმწიფოებს რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა კანადაც.
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები