პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის
პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. მომხრე 74 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი — არცერთი.
პლენარულ სხდომაზე არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოუწოდა მმართველ გუნდს, რომ ეხსენებინათ რეზოლუციაში რუსეთი.
"საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ქვეყნის ინტერესებს ყველაფრის მიუხედავად. დღეს დარბაზში ვინც ვართ, მგონია ყველას გულწრფელად გვჯერა, რომ დიახ, რუსეთის ფედერაცია არის ძალა, რომელიც ხელახალი აგრესიის რისკს ქმნის უკრაინაში. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი კოლეგები ქართული ოცნებიდან ამ აზრს არ იზიარებენ.
თუმცა, კიდევ ერთხელ მიუხედავად ამ პოლიტიკური უაზრო თამაშებისა გთხოვდით, რომ ერთად მოვინდომოთ, დავდგეთ იმაზე მაღლა, ვიდრე ახლა ამას ვახერხებთ და ზეპარტიულ საკითხებზე შეთანხმება შევძლოთ", — განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ხელაშვილმა თქვა, რომ მთავარი ამოცანა დაძაბულობის შემცირება და კატასტროფის თავიდან არიდებაა.
"დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც რეზოლუციიდანაც ჩანს, არის დაძაბულობის შემცირება, რომ როგორმე ავირიდოთ თავიდან კატასტროფა. ეს განსხვავება თქვენთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება 2014 წლის რეზოლუციებსა და დღევანდელ რეზოლუციას შორის", — თქვა მან.
რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები — გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე და თამარ ტალიაშვილი.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, რეზოლუციით პარლამენტი აღიარებს საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების უდიდეს მნიშვნელობას, ხაზს უსვამს ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.
რეზოლუციაში პარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
"საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის საკითხი წარმოადგენს სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას და მიუღებლად აცხადებს მსგავსი არჩევანის გაკეთებას სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ზემოქმედებისთვის ყოველგვარ მცდელობას. რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტები და აწარმოოს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია უკრაინაში ომის არდასაშვებად", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივა ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს ეკუთვნით. 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მათ მმართველ პარტიას ერთიანი ტექსტის შემუშავება შესთავაზეს, თუმცა შეთანხმება ვერ მოახერხეს.
რეფორმების ფრაქციის წევრის, ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ მათ საკუთარი ვერსია შესთავაზა და განხილვის შემდეგ ისინი პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე თქმით, შესვენების დროს "ოცნების" დეპუტატებმა გადაწყვიტეს ტექსტის თავდაპირველი ვერსია დაებრუნებინათ, რის გამოც ოპოზიციამ თანაავტორობაზე უარი თქვა.
კერძოდ, იმ ვერსიაში, რომელიც მმართველმა პარტიამ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, რუსეთი ნახსენები არ არის. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან.
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები