საქართველოში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი არ შემოუშვეს
რუსი ოპოზიციონერი, იგორ ეფრემოვი აცხადებს, რომ ის საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.
"მე და ჩემი შეყვარებული არ შემოგვიშვეს საქართველოში მესაზღვრეებმა. მიზეზი არ აგვიხსნეს. დოკუმენტებში წერია, რომ ჩვენი არშემოშვების მიზეზი "სხვა მიზეზია" და უცნობია, რა. გაუგებარია, რატომ არ გვიშვებენ და ეს სიტუაციაც სრულად ჯოჯოხეთურია", — ამბობს ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
ეფრემოვი ტვიტერზე წერს, რომ პოლიტიკური რეპრესიების გამო ნახევარი წელია იძულებით სომხეთში იმყოფება.
"რუსი ოპოზიციონერების საქართველოში არშეშვება მასობრივი პრაქტიკა ხდება და არ შეიძლება, ეს არ გაწუხებდეს. როცა მე მომიწვიეს საქართველოში, მითხრეს, რომ ეს თავისუფალი ქვეყანაა, რომელიც მხარს არ უჭერს პუტინს და უსაფრთხოა რუსი ოპოზიციონერებისთვის", — აცხადებს ოპოზიციონერი.
On.ge ცდილობს ამის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ინფორმაციას განახლებისთანავე შემოგთავაზებთ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში რუსი ოპოზიციონერები არ შემოუშვეს. გასულ წელს ალექსეი ნავალნის გუნდის წევრმა, ლიუბოვ სობოლმა განაცხადა, რომ მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
კიდევ ერთმა რუსმა ოპოზიციონერმა, დმიტრი გუდკოვმა 31 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. მისი თქმით, უკრაინიდან თბილისში აქტივისტებთან შესახვედრად ჩამოფრინდა და დეპორტაციის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ამაზე თქვა, რომ გუდკოვი იყო იმ დუმის წევრი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, რასაც რუსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სიცრუე უწოდა და ახსნა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა დუმამ აღიარა 2008 წელს, ის კი დეპუტატი გახდა 2011 წელს.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები