თუ რუსეთი შეიჭრება, Nord Stream 2 აღარ იქნება — ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გაზსადენი Nord Stream 2 შეჩერდება. მან გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, დასავლეთში ომის თავიდან აცილებისთვის გერმანიასთან ერთიანობას გაუსვა ხაზი.
"თუ რუსეთი შეიჭრება, ეს ნიშნავს, რომ ტანკები ან სამხედროები კვლავ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ Nord Stream 2 აღარ იქნება. ჩვენ ამას დავასრულებთ", — განაცხადა მან.
Reuters-ის ცნობით, დამაზუსტებელ კითხვას, თუ როგორ გააკეთებს ამას, ბაიდენმა უპასუხა:
"გპირდებით, ჩვენ ამას შევძლებთ".
რაც შეეხება შოლცს, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასთან, რუსეთსა და სანქციებთან მიმართებაში აშშ-ის მსგავსი მიდგომა აქვთ, თუმცა პირდაპირ არ დაუდასტურებია Nord Stream 2-თან დაკავშირებული გეგმები.
7 თებერვალს, გერმანელი და ამერიკელი ლიდერების შეხვედრის პარალელურად, მოსკოვში პირისპირს ისაუბრეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. "მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო " — ასე მიმართა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს. პუტინმა ეს გამოთქმა, რომელიც სავარდოდ რუსული შაირიდანაა და იძულებას გულისხმობს, ირონიულ კონტექსტში გამოიყენა, როცა მინსკის შეთანხმებაზე საუბრობდა.
შეხვედრის შემდეგ, ისაუბრა ემანუელ მაკრონმაც და ხაზი გაუსვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის საზღვართანაც 125 000 რუსი ჯარისკაცი დგას და "დიახ, ის ნერვიულობს".
გასული კვირის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრები ჰქონდა რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან — 8 თებერვალს, სამშაბათს კი ის კიევში ჩავა. მისი თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარი ექნება.
26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
3 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთი შეჭრის საბაბად ყალბი ვიდეოს დამზადებას გეგმავდა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა უკრაინელების თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ან რუს სეპარატისტებზე. აშშ-ს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი განიხილავს, არის თავდასხმის ინსცენირება და გადაღება, მათ შორის, აფეთქებებისა და მსხვერპლის გამოსახულებები.
ამასთან, როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 თებერვალს თქვა, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძელებს, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს მზად.
გაიგე მეტი:
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვაჰარი სტაილსის სტალკერს მომღერლის ადევნებისთვის 14 კვირის ციხეში გატარება მოუწევს ჰარი სტაილსის სტალკერს მომღერლის ადევნებისთვის 14 კვირის ციხეში გატარება მოუწევს
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები