ამ ეტაპზე უკრაინაში ჩასვლას არ ვაპირებთ — მდინარაძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში ჩასვლას არ აპირებენ.
"პირველი — მათ გამოთქვეს პრეტენზიები, რეზოლუციაზე როდესაც ვმსჯელობდით, რომ დაიგეგმა ვიზიტი ისე, მათი თანამონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული, ანუ ნაცებმა გააკეთეს ეს. სხვა რამის გამო ვერ შედგა მაშინ, იმიტომ, რომ ბრიუსელში გაგრძელდა ვიზიტი და ვერ შედგა, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლების ჩამოსვლის დღეს წავიდნენ ისინი უკრაინაში ისე, რომ უკან არ მოუხედავთ და არაფერი არ კითხავთ, შესაბამისად მათი მხრიდან პრეტენზიებს ვერ მივიღებთ", — განაცხადა მდინარაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოსა და დროას წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის მხარდაჭერა დააფიქსირეს. კიევში შეხვედრებს მართავენ მსოფლიოს ლიდერები, ისმის რუსული აგრესიის კრიტიკა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვა, თუმცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უკრაინაში ჯერ კიდევ არ ჩასულან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 12 თებერვალს განაცხადა, რომ ახლა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ერთიანობა, ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავება, რომელიც სტაბილურობას ძირს უთხრის და თესავს პანიკას.
უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან უკრაინაში.
11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას.
მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.
სხვა ქვეყეყნებიც, მათ შორის ბრიტანეთი, ასევე მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა. დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში, მელინდა სიმონსმა კი Twitter-ზე დაწერა, რომ კიევში რჩება და გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები