პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ ისაუბრა.

"ეს არის არმია, რომელიც აგრძელებს გაძლიერებას და რჩება მზადყოფნაში. ისინი ვარჯიშობენ, ასე რომ, ჩვენ გვჯერა, მას აქვს უამრავი შესაძლებლობა და ვარიანტი, თუ მოისურვებს სამხედრო ძალის გამოყენებას", — ამბობს კირბი.

პენტაგონის პრესმდივნის თქმით, დამატებითი სამხედრო ძალების გარდა რუსეთმა განათავსა კომბინირებული შეიარაღებაც, რომელიც მოიცავს არტილერიას, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას, სადესანტო ხომალდს შავ ზღვაში და სხვა.

"[პუტინი] აგრძელებს იმას, რასაც მოელოდით, რომ გააკეთებდა, თუკი დააპირებდა დიდ სამხედრო მოქმედებებს. ეს არის მზადყოფნის გამკაცრება და მისი ძალის დამატებითი შესაძლებლობები", — აცხადებს ის.

14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ ომზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუბნებიან, რომ 16 თებერვალს დაიწყება სამხედრო ინტერვენცია, რასაც ისინი ერთობით უპასუხებენ. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინის დროშების და ცისფერ-ყვითელი ლენტების გამოფენით შეხვდებიან და მსოფლიოს მათ ერთიანობას აჩვენებენ.

11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას.

გაიგე მეტი: