საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის კლუბების მუშაობას 5-6 მარტიდან განაახლებენ. მათი განცხადებით, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გთვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა.

კლუბებმა კორონავირუსის მაღალი გავრცელების გამო, დახურვის გადაწყვეტილება იანვარში მიიღეს. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ბოლოს დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმდა კლუბ ხიდსა და ბასიანში. მანამდე კლუბებს მუშაობის უფლება მხოლო 7-8 იანვრის ღამეს, ასევე, 31 დეკემბერსა და 1 იანვარს მიეცათ.