თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ გამტარებლების შეღავათიანი ბარათები, რომლებიც მგზავრებს სთავაზობენ, დაიბლოკება. მისი თქმით, ეს კანონდარღვევაა და იმისთვის, რომ ეს "აღმოიფხვრას" ყველაფერს გააკეთებენ.

"კონტროლიორები სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონიმენტით, ნუ, ეს არ არის მათი აბონიმენტი, ეს შეიძლება იყოს ახლობლის, სოციალურად დაუცველის, ოჯახის წევრის, სტუდენტის, ვინც სარგებლობს შეღავათიანი ბარათებით, ამ ბარათებით ატარებენ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას. გაატარებს და ართმევს თანხას. ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას", — განაცხადა მან.

კალაძის თქმით, ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს, კონტროლიორებს მათი ჩამორთმევისა და დაბლოკვის უფლება აქვთ.