საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობის შემდეგ თბილისის კლინიკაში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ბესტაევის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შესახებ ინფორმაცია 16 ნოემბერს გავრცელდა. სუს-ის ცნობით 15 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში ბესტაევს ინსულტი განუვითარდა. ქართულმა მხარემ ჟენევის თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ბესტაევის მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოითხოვა.

გენადი ბესატაევი საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს. მიმდინარე წლის 2 მარტს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.