პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის ერთიანობის დღე საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე.

ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად", — წერს ზურაბიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღეს გამოაცხადა. 14 თებერვალს მან სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ ომზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთი მიმართა გაავრცელა, სადაც ერს ერთიანობის დღე მიულოცა. ზელენსკის თქმით, არავის შეუძლია უყვარდეს უკრაინა ისე, როგორც მის მოქალაქეებს და მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ქვეყანა.