რატომ გვეყვინთება ხოლმე წიგნის კითხვისას
როგორც იქნა, გრძელი დღე დამთავრდა, საწოლში მოკალათდით და წიგნის საკითხავადაც მოიცალეთ. დეტექტივს შლით და ფიქრობთ, რომ ალბათ მთელ ღამეს გაგათენებინებთ, მაგრამ რამდენიმე წუთში ქუთუთოებზე ლოდი გეკიდებათ და თვალებით ასოებს კი არა, სანათის გამომრთველს ვეღარ აგნებთ.
ნაცნობი სიტუაციაა, არა?
ყოველ შემთხვევაში, კითხვის მოყვარულებისთვის, რომლებსაც საწოლში მოკალათება უყვართ, მესამე გვერდზევე ფშვინვის დაწყება და წიგნის გვერდისჩაუნიშნავად ხელიდან გადაგდება ნამდვილად ნაცნობი ამბავია. როგორც ამას კვლევები მოწმობს, მიზეზი ყოველთვის დაღლილობა არაა.
BBC-ის Science Focus ხსნის, რომ საძინებლის სიმყუდროვე და ლოგინში მოკალათება ამ სიტუაციაში თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს. მკითხველები, როგორც წესი, წყნარ და კომფორტულ ადგილებს ეძებენ, თუმცა, ზუსტად ასეთი პირობებია იდეალური ძილისთვისაც, ამიტომ, რა გასაკვირია, რომ მოხერხებული საწოლი გთენთავთ და ძილისთვის გამზადებთ.
ამასთან, კითხვა ყურადღების იმ რაღაცებიდან გადატანაშიც გეხმარებათ, რომელიც ალბათ არ დაგაძინებდათ.
"ბევრი ადამიანისათვის კითხვა განტვირთვისა და გართობის საშუალებაა", — ამბობს ნეირომეცნიერი და ექიმი რამან მალჰოტრა, — "ეს კი თქვენს გონებასა და სხეულს ძილისთვის განაწყობს. მთავარი მიზეზი, რის გამოც კითხვა ჩაძინებაში გვეხმარება, ისაა, რომ ეს პროცესი გონებას ცოტა ხნით მოსვენების საშუალებას აძლევს, სანამ შუქებს გამორთავდეთ და დასაძინებლად წახვიდოდეთ".
გარდა ამისა, თითოეული სიტყვის გააზრებაც გონების დაძაბვას მოითხოვს, რაც პროცესს ასევე მომქანცველს ხდის; განსაკუთრებით, მაშინ, როცა საკითხავად მსუბუქი ტექსტი არ შეგირჩევიათ. ამასთან, წინადადებებისთვის ერთიმეორის მიყოლებით თვალის დევნება მოსვენებისკენ გვიბიძგებს.
ამდენად, თუკი სწრაფად ჩაძინების საშუალებებს ეძებთ, კითხვა ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ნამდვილად არის. თუმცა, თუ კითხვისას მოძალებული დაქანცულობა კარგი წიგნით თავშექცევაში ყოველთვის ხელს გიშლით, ამასთან გასამკლავებლად რამდენიმე ხერხი არსებობს.
შეგიძლიათ, იკითხოთ დილით ან დღის ისეთ მონაკვეთში, როცა მეტ-ნაკლებად დასვენებული ხართ. ამასთან, რეკომენდებულია აუდიოწიგნების გამოყენებაც. კიდევ ერთი რჩევაა, რომ საკითხავი კუთხე საწოლთან ახლოს არ მოიწყოთ; მეტიც, უმჯობესია, ისეთ ადგილას კითხულობდეთ, სადაც მხოლოდ დაჯდომას შეძლებთ და არა — წამოწოლას. წიგნი ნაკლებად მოგთენთავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც: კაფეში ან თუნდაც პარკში.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები