8 მსახიობი, რომელსაც როლის შესრულება თავისი სურვილის მიუხედავად მოუწია
თუკი მსახიობობაზე ოდესმე გიოცნებიათ, ალბათ მხედველობაშიც არ მიგიღიათ ის უამრავი გამოწვევა, რომლის წინაშეც კინოვარსკვლავები დადგებიან ხოლმე. პოპულარობის მოტანილ უარყოფით მხარეებთან ერთად, მსახიობები შეიძლება გამოუვალ მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ — მაშინ, როცა რაიმე გარემოების გამო, არავინ ეკითხება, სურთ თუ არა როლის შესრულება. უბრალოდ, უწევთ, ითამაშონ.
1. კიანუ რივზი
რივზის თქმით, The Watcher-ში მონაწილეობის კონტრაქტზე ხელმოწერა თავისმა მეგობარმა გააყალბა, თუმცა, რადგან ამის დამტკიცება ვერ შეძლო, სამართლებრივ დავაში ჩაბმის ნაცვლად ფილმში თამაში ამჯობინა. სწორედ სამართლებრივი საკითხების გათვალისწინებით, მას ფილმის გამოსვლის შემდეგ მთელი წელი ლოდინი მოუწია, რათა კინოსურათის წარმოებასთან დაკავშირებული უარყოფით მოსაზრებები ღიად გამოეთქვა.
2. ნატალი პორტმანი
ნატალი პორტმანს სურდა, რომ Thor: The Dark World პეტი ჯენკინსს გადაეღო. იმის შიშით, რომ "ცუდი სცენარი მას დაბრალდებოდა", ჯენკინსმა პროექტი დატოვა, თუმცა, პორტმანს ფილმში ჯეინ ფოსტერის განსახიერება მაინც მოუხდა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პორტმანს რეჟისორად ჯენკინსი სურდა, ის იყო, რომ იგი სუპერგმირებზე ფილმის პირველი ქალი შემქმნელი იქნებოდა. თუმცა, ჯენკინსმა ეს სტატუსი Wonder Woman-ით მაინც მოიპოვა.
3. ემილი ბლანტი
ბლანტს კი ძალიან უნდოდა, Iron Man 2-ში შავი ქვრივი განესახიერებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, რადგან Gulliver's Travels-ში მონაწილეობის კონტრაქტი უკვე ხელმოწერილი ჰქონდა.
"ეს ჩემთვის ცოტა გულსატკენი იყო", — თქვა მსახიობმა მოგვიანებით ინტერვიუში, — "ჩემი გადაწყვეტილებებით ვამაყობ და ისინი — ფილმები, რომლებშიც ვმონაწილეობ — ჩემთვის ბევრს ნიშნავს".
4. ბილ მარი
ბილ მარის ცნობილი კატა, გარფილდი, უნდა გაეხმოვანებინა, თუმცა, შეთავაზებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ რეჟისორის სახელი შეცდომით წაიკითხა. მარის ეგონა, რომ ფილმს ჯეფ კოენი იღებდა, როცა რეჟისორი, რეალურად, ჯეფ კოენი იყო (გვარი ინგლისურად განსხვავებულად იწერება). ამ ფაქტმა შეიძლება ფილმის წარმოების დროში გაწელვაც გამოიწვია. მსახიობმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ "[ფილმი] სასწაულმოქმედი მისტერ ფოქსის მსგავსი რაღაც იყო, მაგრამ სასიამოვნო ან გასართობი მასში არაფერი ყოფილა".
5. როი შაიდერი
როცა Jaws 2-ის გადაღებაზე სტივენ სპილბერგმა უარი თქვა, პროექტიდან წასვლა როი შაიდერმაც მოისურვა, მაგრამ კინოკომპანიამ მას მონაწილეობა მაინც აიძულა, რადგან მარტინ ბროდის როლის შესრულებაზე მსახიობს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. სასამართლო დავის შემდეგ, სტუდიამ შაიდერს ფილმის მეორე ნაწილში მონაწილეობისთვის იმაზე ოთხჯერ მეტი გადაუხადა, ვიდრე — პირველ ნაწილში შესრულებული როლისთვის.
6. ჯენიფერ გარნერი
გარნერს დიდად არ სურდა, რომ Elektra-ში მთავარი როლი შეესრულებინა, თუმცა, რადგან პერსონაჟი Daredevil-ში განასახიერა, კონტრაქტი სპინოფში მონაწილეობასაც ითვალისწინებდა.
"გულწრფელად გითხრათ, სამარცხვინოა", — განაცხადა გარნერმა მოგვიანებით, — "რაც მარველის სტუდია კევინ ფაიგმა ჩაიბარა, ყველაფერი შეიცვალა: ტექსტები, რეჟისურა, იუმორი მოსაყოლი ამბებში და სხვა. მე კი ამის გამოცდილება არ მქონდა".
7. ედვარდ ნორტონი
Paramount Pictures-თან სასამართლო დავისთვის რომ თავი აერიდებინა, ნორტონი The Italian Job-ში სტივის როლის შესრულებას დათანხმდა. მსახიობის ადვოკატების თქმით, ედვარდი თავს "Paramount-ის ხელმძღვანელობისგან მოტყუებულად" გრძნობდა.
8. სილვესტერ სტალონე
მაშინ, როცა სტალონესა და არნოლდ შვარცენეგერს შორის კონკურენცია პიკში იყო, ამ უკანასკნელმა Stop! Or My Mom Will Shoot-ის უხეირო სცენარი წაიკითხა და შემდეგ ხმა გაავრცელა, რომ ფილმში მონაწილეობით "ძალიან დაინტერესებული" იყო. არნოლდმა იცოდა, რომ თავისი ამ საქციელით სილვესტერ სტალონეს უბიძგებდა როლისკენ. ასეც მოხდა, თუმცა სტალონემ ეს გადაწყვეტილება ძალიან ინანა.
მსახიობის თქმით, ეს "ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფილმია, რომელიც მზის სისტემაში გადაუღიათ — უცხოპლანეტელების შექმნილი იმ ფილმების ჩათვლით, რომლებიც არასდროს გვინახავს".
საბოლოოდ, სტალონემ ამ როლისთვის ოქროს ჟოლოს ჯილდო მიიღო ყველაზე საშინელი მსახიობის ნომინაციაში.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები