დიზაინერი გიორგი მასხულიას თქმით, მას კლუბში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც დიზაინერი ამბობს, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას სახეზე აქვს დაზიანებები და ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია. მასხულიას თქმით, თავს 3 პირი დაესხა, ის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს, ხოლო მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.