დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რიცხვი იზრდება. ამის შესახებ მან სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

"რაც შეეხება კვების ობიექტებს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, მოგეხსენებათ, აქამდე იყო 6 და ღია სივრცეში ეს გაიზარდოს 15 ადამიანამდე არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა", — განაცხადა მან.

22 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 14 764, ხოლო გარდაიცვალა 45 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: