უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, პირველი მარტიდან საკარანტინე სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება.

"პირველი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლიდან გამომდინარე დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება", — განაცხადა ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

22 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 14 764, ხოლო გარდაიცვალა 45 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჯამში ჩატარდა 47 486 კვლევა ტესტით, მათ შორის, 33 164 ანტიგენ ტესტი, ხოლო 14 322 PCR ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25,48%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 30,65%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 28,55%.