უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, პირველი მარტიდან საქართველოში შემოსვლის წესი იცვლება. მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შემოსვლაც აქამდე შეზღუდული იყო, საქართველოში შემოვლენ ვაქცინააცის ან PCR ტესტის ქონის საფუძველზე. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია ან PCR ტესტი თვითიზოლაციაში იქნებიან 5 დღე 8 დღის ნაცვლად.

"პირველი მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით მხოლოდ, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ექნება PCR ტესტი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით — ერთი არის ვაქცინაცია და მეორე იქნება პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.

მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებიც ასევე შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე ან ვაქცინირებული უპირველესყოვლისა და თუ არცერთი არ აქვთ, მათ ჰქონდათ ვალდებულება 8-დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თვითიზოლაცია მცირდება 5 დღემდე და საქართველოს მოქალაქე როდესაც შემოდის ქვეყანაში, თუ მას აქვს PCR ტესტი, ეხსნება მესამე დღეს PCR-ის გაკეთებისა ვალდებულება", — თქვა მან.

გარდა ამისა, პირველი მარტიდან გაუქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები. ამასთანავე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რიცხვი იზრდება.