აშშ Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, Nord Stream 2-სა და კორპორაციის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. მისი თქმით, არ მოერიდებიან შემდგომი ნაბიჯების გადადგმას, თუ რუსეთი ესკალაციას გააგრძელებს.
"მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ჯარების განლაგება უკრაინის საზღვართან, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ძლიერი, ერთიანი პასუხის გასაცემად. როგორც კანცლერ შოლცთან შეხვედრისას ვთქვი, გერმანია იყო ლიდერი ამ ძალისხმევაში და ჩვენ მჭიდრო კოორდინირებას ვუწევდით, რომ Nord Stream 2 შეჩერებულიყო, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.
გუშინ, ჩვენს ორ მთავრობას შორის მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ, გერმანიამ გამოაცხადა, რომ შეაჩერებდა მილსადენის სერტიფიცირებას. დღეს მე მივმართე ჩემს ადმინისტრაციას, რომ დაუწესოს სანქციები Nord Stream 2 AG-ის და მის კორპორატიულ ოფიცრებს. ეს ნაბიჯები არის სანქციების ჩვენი საწყისი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილი უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. როგორც გარკვევით განვაცხადე, ჩვენ არ მოგვერიდება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, თუ რუსეთი გააგრძელებს ესკალაციას.
თავისი ქმედებებით, პრეზიდენტმა პუტინმა უძლიერესი სტიმული მისცა მსოფლიოს, რომ უარი თქვას რუსულ გაზზე და სხვა სახის ენერგიაზე გადავიდეს. მინდა მადლობა გადავუხადო კანცლერ შოლცს მჭიდრო პარტნიორობისა და რუსეთის ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მუდმივი ერთგულებისთვის", — ამ წერილით ბაიდენმა ადმინისტრაციას მიმართა.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების საპასუხოდ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჯღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.
ამ "თხოვნით" პუტინს თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მიმართეს. პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.
რუსეთს უკვე დაუწესეს სანქციებიც — განახლებადი: რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქცია ერთად ანუ მსოფლიოს პასუხი პუტინს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები