24 თებერვლის დილით პუტინმა უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" დაწყება გამოაცხადა და მალევე უკრაინის ტერიტორიის მრავალ წერტილში საჰაერო შეტევაც განხორციელდა.

მიუხედავად კვირების განმავლობაში საერთაშორისო დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და სანქციების დაწესებისა, რუსეთის ჯარი მაინც შეიჭრა უკრაინის საზღვრებში.

რუსეთის აგრესია დაგმეს მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის ჯო ბაიდენმა, რომელმაც ტვიტერზე განაცხადა: "მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს".

ნახეთ პირველი ფოტოკადრები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებს ასახავს:

1. ტანკები ქალაქ მარიუპოლში

ფოტო: Carlos Barria/Reuters

2. რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად ხარკოვის მიმდებარედ ქალი დაშავდა

ფოტო: Anadolu

3. კიევში ჩამოვარდნილი რაკეტის ნარჩენები

ფოტო: Valentyn Ogirenko/Reuter

4. კვამლი ხარკოვთან ახლოს სამხედრო აეროდრომზე

ფოტო: Aris Messinis/AFP

5. რიგი ბანკომატთან ქალაქ სევეროდონეცკში

ფოტო: Vadim Ghirda/AP Photo

6. მანქანები ტოვებენ კიევს

ფოტო: Valentyn Ogirenko/Reuters

7. საცობი კიევში

ფოტო: Emilio Morenatti/AP Photo

8. საცობებია ბენზინგასამართ სადგურებზეც

ფოტო: Vadim Ghirda/AP Photo

9. კიევის მოსახლეობის ნაწილი მეტროში აფარებს თავს

ფოტო: Valentyn Ogirenko/Reuters

10. ხალხი კიევის აეროპორტში

ფოტო: Umit Bektas/Reuters