10 ფილმი, რომელიც ომის საშინელებებს შეულამაზებლად გვაჩვენებს
კაცობრიობისთვის ომის ფენომენი ჯერ კიდევ იმ დროიდანაა ცნობილი, როცა მთავარ იარაღს ძალა წარმოადგენდა და ჩვენს შორეულ წინაპრებს კონფლიქტების მოგვარების ერთადერთ გზად სწორედ ომი ესახებოდათ. თუმცა მთელი იმ განვითარებისა და საკუთარი მტკივნეული შეცდომების ფონზე, რომლებიც ომის სასტიკ შედეგებს გვაჩვენებს, შეიარაღებული დაპირისპირების მაგალითებს 21-ე საუკუნეშიც კი ვხვდებით.
რატომღაც ადამიანები რაციონალურობის ფარგლებში მიღწეულ იდეებს გვერდით გადადებენ და ხელში იარაღის დაჭერისკენ მოგვიწოდებენ ხოლმე. იქნებ, პრობლემა ის არის, რომ ომის შესახებ ჩვენი მეხსიერების განახლება და ამ მოვლენის სხვა პერსპექტივიდან დანახვაც გვჭირდება?
სტატიაში ჩამოთვლილი ფილმებს სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ომის მდგომარეობა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და მისი მძიმე შედეგების შესახებ დავფიქრდეთ.
1. ცხოვრება მშვენიერია
ცხოვრება მშვენიერია 1997 წელს გადაღებული ფილმია, რომელმაც სამი ოსკარი მოიპოვა. ფილმი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ებრაელი ოჯახის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ეს კომედიური-დრამა თან სახალისოდ, თან კი მთელი ტრაგედიის ჩვენებით აღწერს იმ მდგომარეობას, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელები იყვნენ. ფილმმა გამოსვლისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და მრავალი ჯილდოც მოიპოვა.
2. აპოკალიფსი დღეს
აპოკალიფსი დღეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმია, რომელიც 1979 წელს გადაიღეს. ფილმის სიუჟეტი ვიეტნამის ომის დროს ვითარდება. ფილმმა ორი ოსკარი და მრავალი სხვა ჯილდოც მოიპოვა. თუ ფსიქოლოგიური დრამების მოყვარული ხარ, მაშინ ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახო.
3. რიგითი რაიანის გადასარჩენად
1998 წელს გადაღებული ფილმი რიგითი რაიანის გადასარჩენად რეჟისორ სტივენ სპილბერგის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია. ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომზეა და იმ ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც ომში 4-დან 3 ვაჟი უკვე დაკარგა. ფილმი კარგად აღწერს, თუ როგორი რთულია ომის დროს ეთიკასა და მორალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.
4. ირმებზე მონადირე
ირმებზე მონადირე ვიეტნამის ომის შესახებ 1978 წელს გადაღებული ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, კრისტოფერ უოკენი და მერილ სტრიპი ასრულებენ. ფილმი იმ ფსიქოლოგიურ გავლენას აღწერს, რომელსაც ომი ჯარისკაცებზე იმისგან დამოუკიდებლად ახდენს, დაბრუნდებიან თუ არა სახლებში.
5. დიუნკირკი
2017 წლის ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად აღიარებული ქრისტოფერ ნოლანის ფილმი, სახელად დიუნკირკი, მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბრძოლის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმმა სამი ოსკარი და მრავალი სხვა ჯილდოც მოიპოვა. დიუნკირკში მთავარ როლებს ტომ ჰარდი, კილიან მერფი, მარკ რაილენსი და კენეტ ბრანა ასრულებენ.
6. შინდლერის სია
შინდლერის სია რეჟისორ სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი აღიარებული ნამუშევარია ომის თემატიკის შესახებ, რომელიც რეჟისორმა 1993 წელს გადაიღო. ფილმი მე-2 მსოფლიო იმის დროს ებრაელებისა და რეალური ადამიანის, ოსკარ შინდლერის, ცხოვრების შესახებ გვიყვება. ფილმმა 7 ოსკარის მოპოვება შეძლო და IMDB-ის რეიტინგში დღემდე მე-6 ადგილს იკავებს.
7. ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო
ალან რენეს ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო კინემატოგრაფიის ერთ-ერთ შედევრად ითვლება, რომელიც მე-2 მსოფლიო ომსა და ჰიროსიმას დაბომბვას წარმოგიდგენს. ფილმი კარგად აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს ომი შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაზე. ფილმი ალან რენეს შემოქმედებიდან დღემდე ერთ-ერთი რჩეული ნამუშევარია.
8. პიანისტი
პიანისტი რომან პოლანსკის 2002 წლის ფილმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი პიანისტის ისტორიას გვიყვება. ფილმმა 3 ოსკარი მოიპოვა საუკეთესო რეჟისორის, მსახიობი კაცისა და ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში. მთავარ პერსონაჟს მსახიობი ედრიან ბროუდი განასახიერებს, რომლის კარიერაშიც ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი როლი იყო.
9. 1917
1917 რეჟისორ სემ მენდესის ფილმია პირველი მსოფლიო ომის შესახებ, რომელმაც ნომინაციებისა და გამარჯვებების მხრივ ბევრი რეკორდი მოხსნა. ოსკარის 10 ნომინაციიდან ფილმმა სამი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო BAFTA 2020-ზე 7 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის ნომინაციებშიც.
10. იმიტაციის თამაში
იმიტაციის თამაში 2014 წლის ფილმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მათემატიკოს ალან ტურინგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ალანი გერმანელების სამხედრო შიფრის, იგივე ენიგმას, გატეხას ცდილობდა და ფილმის სიუჟეტიც სწორედ ამ მოვლენების ირგვლივ ვითარდება. ფილმმა საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ოსკარიც მოიპოვა. იმიტაციის თამაშში მთავარ როლებს ბენედიქტ კამბერბეჩი და კირა ნაიტლი ასრულებენ.
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
კომენტარები