ცნობილი სახეები რუსეთიდან, რომლებმაც უკრაინაში ომი დაგმეს
რუსეთში არაერთმა დეპუტატმა, ჟურნალისტმა და შოუბიზნესის წარმომადგენელმა უკრაინაში სამხედრო აგრესია დაგმო. საჯარო განცხადებებს რუსული მედიები ავრცელებენ.
კომერსანტის, დოჟდის, ნოვაია გაზეტას, RBC-ს, ეხო მოსკვის, The Bell-ის, RTVI-ის, Snoba-ს, 7x7-ის, Izvestia-ს, Mediazona-ს და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ომს გამართლება არ აქვს.
ამ განცხადებას ხელს 100 ჟურნალისტი აწერს. ტელეგრამის არხზე მითითებულია, რომ სია ღიაა და შეერთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გარდა ამისა, 150-ზე მეტმა რუსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკე. დეპუტატები მოუწოდებენ რუსეთის მოსახლეობას, არ მიიღონ მონაწილეობა აგრესიაში, არ მოიწონონ იგი და არ გაჩუმდნენ.
სასამართლო სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო რუსეთის ნომერ პირველმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ. მისი აზრით, ეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის გაჩაღებულია, რათა რუსეთის მოქალაქეთა ძარცვა გადაიფაროს და მათი ყურადღება ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან, ეკონომიკის დეგრადაციიდან სხვაგან გადაიტანონ.
"ეს ომი დიდი რაოდენობით ადამიანურ დანაკარგთან და ადამიანების ბედის დანგრევასთან მიგვიყვანს და გააგრძელებს ხაზს რუსეთის მოქალაქეების გაღატაკებისკენ", — თქვა მან.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები
უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურან რეჟისორები, მსახიობები, ტელეწამყვანები, მომღერლები, მწერლები, კომიკოსები, კინოკრიტიკოსები. ისინი წერენ, რომ რაც ახლა ხდება, გულს ტკენთ და სამარცხვინოა. მათი ნაწილი პირდაპირ აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას, ნაწილი მხოლოდ ომს გმობს და რუსეთის ბრალეულობაზე არ საუბრობს.
ვალერი მელაძე
წარმოშობით ქართველმა რუსეთში მოღვაწე მომღერალმა განაცხადა, რომ დღეს მოხდა ისეთი რამ, რაც არ შეიძლებოდა და არც უნდა მომხდარიყო. მას მიმართვაში რუსეთის დანაშაულზე არ უსაუბრია და სანაცვლოდ თქვა, რომ მომხდარს ისტორია ოდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
"მაგრამ დღეს მინდა გთხოვოთ, გთხოვთ, შეწყვიტოთ საომარი მოქმედებები და დასხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ხალხს უნდა შეეძლოს მოლაპარაკება — ამისთვის მოგვცეს ენა, ამისთვის მოგვცეს ყველა შესაძლებლობა. ხალხი არ უნდა მოკვდეს. ეს უნდა შეწყდეს", — განაცხადა მელაძემ.
მაქსიმ გალკინი
"დილიდან დაუკავშირდით ნათესავებსა და მეგობრებს უკრაინიდან! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ! როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი! ომის გამართლება არ შეიძლება! არა ომს!", — წერს კომიკოსი და ტელეწამყვანი.
ივან ურგანტი
"შიში და ტკივილი. არა ომს", — წერს ტელეწამყვანი.
სერგეი ლაზარევი
მომღერალის თქმით, რამდენიმე დღის წინ შეშინებულ 7 წლის შვილს უთხრა, რომ ომი არ იქნებოდა, დღეს კი ომი დაიწყო. ის მოუწოდებს ყველას, შეწყვიტონ ბრძოლა.
"გთხოვთ, შეწყვიტოთ ყველაფერი! ერთად! თქვი STOP! დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან! მიეცით ხალხს საშუალება, იცოცხლონ!
ომს არავინ უჭერს მხარს! მინდა, რომ ჩემმა შვილებმა მშვიდობიანად იცხოვრონ! მე მინდა, ვიცხოვრო და შევქმნა მშვიდობის დროს! არა ომს!"
ალექსანდრე დოლგოპოლოვი
"უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა. ეს ჩვენი ქვეყანაა აგრესორი. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობის ნაწილს იმ ჯოჯოხეთზე, რომელიც პუტინმა მიაყენა ჩვენს მოძმე ხალხს", — წერს კომიკოსი.
ზემფირა
მომღერალმა გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: "არა ომს".
აიგელ გაისინა
"უკრაინა, მშობლიურო, გვაპატიე, რომ არ ვიცით, ეს როგორ შევაჩეროთ. ეს წარმოუდგენელი, სამარცხვინო, საშინელი ომია", — წერს მომღერალი.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები