რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციულ ზონაში შევიდნენ. ადგილზე აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს.

"დამპყრობელთა ჯარები ბელორუსის ტერიტორიიდან შევიდნენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში. ეროვნული გვარდიელები, რომლებიც იცავენ საშიში რადიოაქტიური ნარჩენების საწყობს, გულმოდგინე წინააღმდეგობას უწევენ", — აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო.

მინისტრის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტის განადგურების შემთხვევაში, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება გავრცელდეს როგორც უკრაინის, ასევე ბელორუსისა და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე.

"რუსული საოკუპაციო ძალები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას. ჩვენი დამცველები თმობენ სიცოცხლეს, რომ არ განმეორდეს 86 წლის ტრაგედია. ინფორმაცია მივაწოდე შვედეთის პრემიერს. ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა", — წერს უკრაინის პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ადმინიტრაციის მრჩეველის, მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ტერაქტს ჩერნობილის ატომურ სადგურზე. მისივე თქმით, რუსეთი არამხოლოდ სამხედრო აგრესიას მიმართავს, არამედ მზად არის, რომ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.