რუსეთის ფედერაციის მიერ ხერსონის ოლქში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და 9 სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, რეგიონში დაშავდა 33 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი და 17 ჯარისკაცი. ინფორმაციას ადგილობრივი ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხერსონის ადმინისტრაცია ასევე იუწყება რუსული ჯარების მიერ ქალაქ ოლეშკის აღების და დნეპრის გადაკვეთის შესახებ. მათივე თქმით, სამხედრო ობიექტები განადგურდა მტრის თვითმფრინავების მიერ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენიჩესკის რაიონში დამპყრობლების კონტროლის ქვეშ მოექცა ყველა სამთავრობო სტრუქტურა. ტექნიკა დგას თავად ქალაქ გენიჩესკში.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.

სიტუაცია მუდმივად იცვლება. დაშავებულებსა და გარდაცვლილებზე ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. ყველა რეგიონის ადმინისტრაცია ინფორმაციას ინდივიდუალურად ავრცელებს. გარდა ამისა, დაზუსტებით უცნობია, რომელი მხარე რა ტერიტორიას აკონტროლებს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში

გაიგეთ მეტი: