უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი გარდაიცვალა, 169 დაიჭრა. მისივე განცხადებით, რუსები საავადმყოფოებს ბომბავენ.

ვიქტორ ლიაშკომ განმარტა, რომ ხუთშაბათს, საომარი მდგომარეობის დაწესებასთან ერთად, მათ, ვისაც ამბულატორიულად მკურნალობა შეუძლიათ, შესთვაზეს დატოვონ სამედიცინო დაწესებულებები, რათა კლინიკები მზად იყვნენ მიიღონ დაჭრილები და დაშავებულები. მისივე თქმით, სამედიცინო მუშაკები მუდმივად მორიგეობენ, როგორც ქირურგიული პროფილის, ასევე, ტრავმატოლოგები და რეანიმატოლოგები.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში

გაიგეთ მეტი: