უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ვარ, მინიმუმ დილამდე — უკრაინაში მყოფი ქართველი
"უსაფრთხოდ და ჯანმრთელად, მინიმუმ დილამდე", — ასე პასუხობს უკრაინაში მყოფი ქართველი, ნაკე მენთეშაშვილი On.ge-ის კითხვას, რამდენად უსაფრთხო ადგილას იმყოფება ახლა. მისი თქმით, მეტროში მოწყობილ თავშესაფარშია და ღამის გათევას იქ აპირებს.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია საქართველოს საელჩოსთან, ის გვპასუხობს:
"დღეს დავუკავშირდი და ერთადერთი, რაც მითხრეს — დაიმალე სადმეო. ჰოდა, მოვადექი თავშესაფარს", — გვეუბნება ნაკე.
მისი თქმით, თუ მოხერხდება, დილით პოლონეთში აპირებს გამგზავრებას. ამასთან, შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად კვლავ ეცდება საელჩოსთან დაკავშირებას. On.ge-ის კითხვაზე, სურს თუ არა საზოგადოებისთვის რაიმე გზავნილის დატოვება, ნაკე მენთეშაშვილი გვწერს:
"ალბათ იმის, რომ სისულელეა რუსეთის დასჯაზე საუბარი, როცა ამ წუთას ადამიანები იღუპებიან. ვინმეს დასჯა კი არა, გვერდში დგომა სჭირდება ამ ხალხს".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ამოქმედებულია ცხელი ხაზი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
საქართველოს საელჩო, კიევი:
- +380 (63) 376 77 68
- +380 (44) 590 69 50
- +380 (93) 544 01 47
გენერალური საკონსულო, ოდესა:
- + 380 (63) 176 75 55
- +380 (93) 761 17 17
საგარეო საქმეთა სამინისტრო:
- +995 (32) 2 94 50 50
საგარეო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თვალ-ყური ადევნონ სიახლეებს და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები — მათ შორის, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.
ბოლო ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი გარდაიცვალა, 169 დაიჭრა. ინფორმაცია უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა და განაცხადა, რომ რუსები საავადმყოფოებს ბომბავენ.
გარდა ამისა, CNN ადგილზე მყოფ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა საჰაერო-სადესანტო ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი აიღეს.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
კომენტარები