გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, უკრაინაში 100 000-ზე მეტ ადამიანს სახლის დატოვება მოუწია, მათგან რამდენიმე ათასი გადავიდა მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად რუმინეთსა და მოლდოვაში.

გერმანულ მედიაში წერენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროკავშირის ქვეყნებს დაახლოებით 200 000-დან ერთ მილიონამდე ლტოლვილი შეაფარებს თავს.

გერმანია დაეხმარება აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს (პირველ რიგში, პოლონეთს), რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაზე შეტევის შედეგად ლტოლვილების დიდი ნაკადის შემოსვლას ელიან.

გასული 24 საათის მთავარი ამბებია:

  • პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო;
  • რუსულმა ჯარებმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის ბელარუსიდან შეუტიეს, რასაც ლუკაშენკო უარყოფს;
  • თავდასხმა სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის, კიევის ოლქშიც მოხდა;
  • რუსებმა კონტროლი დაამყარეს რამდენიმე აეროდრომსა და აეროპორტზე;
  • რუსებმა ხელში ჩაიგდეს ჩერნობილის ატომური სადგური;
  • ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს;
  • უკრაინაში კომენდანტის საათი და საომარი მდგომარეობა გამოცხადდა;
  • უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობები გაწყვიტა;
  • ომის გასაპროტესტებლად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, მოსკოვში გაიმართა, სადაც ასეულობით ადამიანი დააკავეს;
  • ორივე მხარეს დაიღუპა ათეულობით სამხედრო, ზუსტი რაოდენობა უცნობია;
  • რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა;
  • რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი გარდაიცვალა, 169 დაიჭრა.

რუსეთმა ომი დაიწყო, რა ხდება უკრაინაში — განახლებადი

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში