კულება: ვინც ეჭვობს, უნდა გამოეთიშოს თუ არა რუსეთი SWIFT-ს, უნდა ესმოდეს, რომ უკრაინელების სისხლი მათ ხელებზეა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება რუსეთის SWIFT-ის გადახდის სისტემიდან გათიშვას ითხოვს. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა მკაცრია და არ ექვემდებარება დიპლომატიის წესებს.
"მე არ ვიქნები დიპლომატიური ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას, ვინც ახლა ეჭვობს, უნდა გამოეთიშოს თუ არა რუსეთი SWIFT-ს, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლი მათ ხელებზეა", — თქვა კულებამ და დააყოლა: "გათიშეთ რუსეთი SWIFT-ისგან!"
მედიებში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა რუსეთი ჩამოაშოროს SWIFT-ს, უსაფრთხო გადახდის ქსელს, რომელიც აკავშირებს ათასობით ფინანსურ ინსტიტუტს მთელ მსოფლიოში. CNN-ის განმარტებით, რუსეთის SWIFT-დან გაყვანა თითქმის შეუძლებელს გახდის ფინანსური ინსტიტუტებისთვის ფულის გაგზავნას ქვეყანაში ან მის გარეთ. ეს სერიოზულად იმოქმედებს რუსულ ბიზნესზე უცხოელ კლიენტებთან და შესაძლოა, რეალური ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას.
თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილს ამ ნაბიჯის გადადგმა არ სურს — განსაკუთრებით მათ, ვისაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ რუსეთთან. გამოცემამ დაასახელა 4 ასეთი სახელმწიფო — გერმანია, იტალია, უნგრეთი და კვიპროსი, მაგრამ არ მიუთითა, სრული იყო თუ არა ეს სია.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები