მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერული ჯგუფი, Anonymous ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთა.

ამ დროისთვის გათიშულია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი. ჰაკერთა ჯგუფი წერს, რომ მიზანში ამოიღო რუსეთის სამთავრობო ვებგვერდები და მათ "დაესხმებიან" თავს. როგორც ამბობენ, აპირებენ რუსული ოფიციალური გვერდების წაშლას.

ფოტო: კადრი ვებგვერდიდან

დღის განმავლობაში მათ უკვე გათიშეს გაზპრომის ვებგვერდი. გუშინ, 24 თებერვალს კი პროპაგანდისტული მედია Russia Today დაბლოკეს. ამ დროისთვის ორივე საიტი ხელმისაწვდომია.

რუსეთში კომპიუტერული ინციდენტების ნაციონალურ საკოორდინაციო ცენტრში, რომელიც FSB-ს შექმნილია, კიბერთავდასხმების მასშტაბი კრიტიკულად შეაფასეს. მათი თქმით, თავდასხმების ინტენსივობა გაიზარდა, მათ შორის "კრიტიკული მნიშვნელობის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე".