უკრაინის სახმელეთო შეიარაღებული ძალები 26 თებერვლის 6:00 საათის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ შეტევას აგრძელებენ, თუმცა ისინი თავდასხმებს იგერიებენ.

მათი თქმით, რუსეთმა დაიწყო სარეზერვო ნაწილების უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში განლაგება და აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს აეროპორტებზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფებზე აღმოსავლეთ უკრაინასა და კიევის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში.

"ერთიანი საჰაერო დარტყმები განხორციელდა სუმის, პოლტავას, მარიუპოლის რაიონებში. შავი ზღვიდან მტერმა უკრაინის მიმართულებით კალიბრის საზღვაო რაკეტები გაუშვა. რუსეთის ფედერაციის ტაქტიკური ავიაცია კონტროლდება ბელარუსისა და ყირიმის ტერიტორიიდან", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, შეინიშნება ათობით ტანკის დროებითი განლაგება შუმსკის მიდამოში. უკრაინის მხარის ცნობითვე, ხარკოვის რეგიონში თავდაცვითი ბრძოლების წარმოებას აგრძელებენ. ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კობლევოს სანაპიროს მიმართულებით, ხანძრის შედეგად განადგურდა საოუკპაციო ძალების ნავი და 20-მდე პერსონალი.

"მტერმა კიევის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, არაერთხელ გამოიყენა ოპერატიული ტაქტიკური ავიაცია სამხრეთით და ოდესის მიდამოებში, ასევე, OZERNE-ს აეროპორტში", — ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალები იგერიებენ რუსეთის საჰაერო დარტყმებსაც — გაერთიანებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას და ინარჩუნებენ პოზიციებს. ამასთან, როგორც შეიარაღებული ძალები წერენ, ამ დროისთვის ოკუპანტების სავარაუდო დანაკარგია:

  • 14 თვითმფრინავი;
  • 8 ვერტმფრენი;
  • 102 ტანკი;
  • 536 საბრძოლო ჯავშანტექნიკა;
  • 17 საავტომობილო ტექნიკა;
  • 3 000 პერსონალიზებული საწყობი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულია 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200 ტყვედაა აყვანილი.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში