უკრაინული მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით წერს, რომ ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა.

"ახლა ბრძოლა დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვში ახლა სიმშვიდეა და ჩვენი საშინელი ღამე დასრულდა", — განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, გუშინდელი დღიდან ქალაქში სამხედრო ნაწილები და აეროდრომი იბომბება. კიევის რეგიონში ბრძოლა პოზიციების შესანარჩუნებლად მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200 ტყვედაა აყვანილი.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში