უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში ოფიციალური სარჩელი გაგზავნა. ინფორმაცია პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე გაავრცელა.

"ჩვენ მოვითხოვთ რუსეთი პასუხისგებაში მიიეცეს რუსული აგრესიის გამართლების გამო გენოციდის გაების დამახინჯებისთვის. ვთხოვთ სასამართლოს, დაუყოვნებლივ დაავალოს რუსეთის ფედერაციას საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მომავალ კვირას დანიშნოს სხდომა", — წერს ზელენსკი.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდის ნიშნები აქვს. მისი თქმით, ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ მდივანს ესაუბრა და მსოფლიომ უნდა ჩამოართვას რუსეთს ხმის მიცემის უფლება გაეროს უშიშროების საბჭოში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში