რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ვის მოაკლდება შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს — ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს, რადგან მისი მტკიცებით, ეს "ეროვნულ ინტერესებს" დააზიანებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ რუსეთის სანქცირების შემთხვევაში, ფული, რომელიც საქართველოში შემოდის, "ხალხს მოაკლდება".
"მინდა, რამდენიმე მაგალითით ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს ჩვენთვის და რას ნიშნავდა რუსეთის ბაზრის გახსნა, რომელზეც სააკაშვილი, ომის შემდეგ, დაჟინებით მუშაობდა ამ საკითხზე, მაგრამ ვერ მიაღწიეს.
ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, 2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია ჯამში 2 მილიარდი დოლარის აგრო სასურსათო პროდუქცია. სხვა პროდუქციის ექსპორტი ჯამურად შეადგენს 3 მილიარდ დოლარს.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ჯამურად ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი დოლარი — ეს ყველაფერი გახსოვთ, რომ დაკეტილი იყო და გახსოვთ, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ფერმერებს, მევენახეებს, საკუთარ ქართველ კაცს, რომელიც არის ღვინის სამშობლო და აკვანი, ვენახის გაჩეხვას აიძულებდნენ.
ამის შემდეგ, ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წელიწადში 3 მილიარდი დოლარი მიიღო შემოსავლის სახით და 5 მილიონზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში.
ნუ დაგვავიწყდება ნურავის, რომ 1 მილიონი ქართველი, საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველ წლიურად, საშუალოდ, გადმორიცხვების ჯამური ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 500 მილიონს, ანუ ჯამურად ბოლო წლებში სამი მილიარდი შემოვიდა რუსეთისგან, გადმოირიცხა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან.
ჯამურად ეს რომ მოვთავლოთ, ეს გამოდის 12 მილიარდზე მეტი ამ ბოლო 7-8 წელიწადში. ამიტომ, მე კითხვას ვსვამ, მეგობრებო. როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე და რა თქმა უნდა, მე მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა — ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ამ პროცესში.
ანუ რას მთხოვენ? რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება, ეს ყველაფერი, შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ ფულის გადმოურიცხავს, თუ გავურთულებთ მათ ფინანსურ ოპერაციებს. ამიტომ, მე მინდა აღვნიშნო, ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არ არის, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების", — თქვა მან.
25 თებერვალს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს. მისი მტიცებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.
ამავე დღეს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ არავითარ საჭიროებას არ ხედავს უკრაინის საკითხზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის და მას თავისი საქმე აქვს, პარლამენტსაც თავისი საქმე აქვს, ომი კი უკრაინაში მიმდინარეობს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები